კაცმა ცოლი დანით მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა

-ის სანტა როსას ოლქში, 41 წლის მამაკაცმა, საკუთარ სახლში, ცოლი დანით მოკლა. სანტას ოლქის შერიფის ბობ ჯონსონის ინფორმაციით, ასევე სამიდან ერთ-ერთი ბავშვი ფეხის არეში დაშავდა.
სანტას ოლქის შერიფმა პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილმა პირმა მაიკლ დელმარმა 42 წლის მეუღლე, ქეით დელმარი, სასიკვდილოდ დაჭრა და შემდეგ თავი მოიკლა.
ინციდენტის დროს, მაიკლ დელმარი ოთახში შეიარაღებული შევიდა და მეუღლის დახრჩობა სცადა. გამოძიების მიხედვით, შემდეგ მან ქალს დანა რამდენიმეჯერ დაარტყა. ერთ-ერთმა ბავშვმა, თავის გადარჩენის მიზნით, მეზობლის სახლში გაქცევა და 911-ში დარეკვა მოახერხა. მოგვიანებით, პოლიცია ინციდენტის ადგილზე მივიდა და სახლში მამაკაცისა და მისი მეუღლის ცხედრები იპოვეს.
პოლიციის ცნობით, ორი დაშავებული მცირეწლოვანი ბავშვი კლინიკაში სამკურნალოდ გადაიყვანეს. ამჟამად, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. გამოძიების თანახმად, ინციდენტი სიტყვიერი კამათის შედეგად მოხდა. მაიკლ დელმარი ასევე 2015 წელს წვრილმანი ქურდობისთვის იყო დაკავებული.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…