ცესკო-ს შენობასთან, სადაც ქალები საპროტესტო აქციას მართავენ სახელწოდებით „დავიბრუნოთ ჩვენი ხმა“, სიტყვიერი დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა იყო

ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობასთან, სადაც ქალები საპროტესტო აქციას მართავენ სახელწოდებით „დავიბრუნოთ ჩვენი ხმა“ სიტყვიერი დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა იყო.
აქციის მონაწილეები ს შედეგებს არ აღიარებენ. ისინი შეეცადნენ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობაში შესულიყვნენ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.
ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა, აქციის მონაწილეებს განუცხადეს, რომ წესრიგს იცავდნენ და სწორედ ამ მიზნით გააძლიერეს უსაფრთხოების ზომები. აქციის მონაწილეები რამდენჯერმე შეეცადნენ ჭიშკრის გაღებას, რასაც სამართალდამცველებთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
აქციის მონაწილეები გეგმავენ, ს ინდივიდუალური განცხადებით მიმართონ და ხელახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვონ.