მეცნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით IBSU-ში გაიმართა ღონისძიება – „მეცნიერება და საზოგადოება“

UNESCO-ს ეგიდით დაფუძნებულ “მეცნიერების საერთაშორისო დღესთან” დაკავშირებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამეცნიერო ღონისძიება – „მეცნიერება და საზოგადოება“ გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავს მეცნიერების უახლესი განვითარებისა და მიღწევების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, საზოგადოებისა და მეცნიერების დაახლოებას და საზოგადოების განვითარებაში მეცნიერების როლის ხაზგასმას.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ცნობით, ღონისძიება გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა კახა შენგელიამ, რომელმაც ისაუბრა მეცნიერების როლსა და აკადემიური პერსონალის, ისევე, როგორც ახალგაზრდა მეცნიერების ხელშეწყობასა და მხარდაჭერაზე.
„ასევე, აუდიტორიას სიტყვით მიმართა პრორექტორმა კვლევით დარგში, პროფესორმა, დოქტორმა, თეა კბილცეცხლაშვილმა და დამსწრე საზოგადოებას გააცნო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი პოლიტიკის სტრატეგია, ინსტიტუციის ხედვა, კვლევებისადმი მიდგომა და სამომავლო გეგმები, რა მიმართულებით აპირებს უნივერსიტეტი კვლევითი მიმართულების განვითარებას, რათა გახდეს მეცნიერული კუთხით უფრო პროდუქტიული.
ღონისძიება 3 პანელისაგან შედგებოდა: პირველი პანელი მიეძღვნა უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის, ახალგაზრდა მეცნიერების მოხსენებებს მეცნიერების განვითარებისა და უახლესი მიღწევების შესახებ, თანამედროვე ტრენდებისა და პრაქტიკაში მათი გამოყენების როლს; მეორე პანელი დაეთმო ს როლს, ხოლო მესამე პანელზე მეცნიერებმა წარმოადგინეს სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის განვითარების ხედვა. ღონისძიება ემსახურებოდა მეცნიერების როლის მნიშვნელობის საჭიროების განსაზღვრას საზოგადოებისთვის, ცოდნის გადაცემასა და გამოცდილების გაზიარებას.
10 ნოემბერი მეცნიერების საერთაშორისო დღეა. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ულოცავს მეცნიერებს პროფესიულ დღეს და ნაყოფიერ, მნიშვნელოვანი აღმოჩენებით სავსე სამეცნიერო საქმიანობას უსურვებს მათ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძის ღია წერილზე – ეს ალბათ, პირველი შედეგია იმის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერც ვერაფერი დაალაგა – ტრამპს ალბათ, დღეს ამისთვის ნაკლებად სცალია, მაგრამ ვინც წაიკითხავს, ძალიან სამწუხაროა, ეს მათთვის იქნება გამაოგნებელი

ალექსანდრე დარახველიძე – გრძელია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, ვისი მოქალაქეებიც აქციებში იყვნენ ჩართული – მნიშვნელოვანია არსებობდეს მექანიზმი, რომ უცხოელი, რომელიც შეკრების წესებს დაარღვევს ან წვრილმან ხულიგნობას ჩაიდენს, ქვეყნიდან გავაძევოთ