საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა ევროკავშირის საელჩოში მიმდინარეობს.
„სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელის, ნინო დოლიძის თქმით, ელჩს ყველა იმ მტკიცებულებას გადასცემენ, რაც 26 ოქტომბერს დამკვირვებლებმა ასახეს.
„ელჩს აქვს მიწოდებული ყველა ის მტკიცებულება დ აშეფასებები, რაც ჩვენ გავაკეთეთ, მაგრამ ახლა ეს იქნება პირისპირ შეხვედრა, რათა დამატებით მივაწოდოთ სხვა დეტალები და მის შეკითხვებსაც ვუპასუხოთ, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, ევროკავშირის ელჩმა ყველაფერი დეტალურად იცოდეს“, – განაცხადა ნინო დოლიძემ შეხვედრის დაწყებამდე.