ირაკლი კობახიძე – ოპოზიცია მძიმე მდგომარეობაშია – თავისი ხელით აკეთებენ იმ საქმეს, რაც ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა – ამ ოპოზიციით ქვეყანა არ შეიძლება დიდხანს აგრძელებდეს პოლიტიკურ ცხოვრებას

ოპოზიცია მძიმე მდგომარეობაშია – თავისი ხელით აკეთებენ იმ საქმეს, რაც ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა. ამ ოპოზიციით ქვეყანა არ შეიძლება დიდხანს აგრძელებდეს პოლიტიკურ ცხოვრებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ბაქოში ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას იმის თაობაზე, რომ ოპოზიციონერები ს შესაძლო გაყალბების საქმეზე პროკურატურაში გამოკითხვაზე არ მიდიან.
მისი თქმით, დღეს არსებული ოპოზიცია უნდა ჩანაცვლდეს „ახალი, ჯანსაღი პოლიტიკური ძალებით“.
„ბუნებაში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება [არჩევნების გაყალბების]. რაც შეეხება წინასაარჩევნო პერიოდს, უპრეცედენტოდ მშვიდი გარემო იყო და არცერთი არსებითი დარღვევა არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება არჩევნების დღეს, პროცედურები არსებითად ელექტრონული წესით წარიმართა. ამომრჩეველთა 90%-ზე მეტმა ხმა მისცა ელექტრონული წესით, მანამდე რეგისტრაციაც ელექტრონული წესით გაიარა და მათი ხმებიც ელექტრონული წესით დაითვალა. აქედან გამომდინარე, ოპოზიცია რეალურად ელექტრონულ აპარატებს შეეჯახა და ვერას გახდა ამ ყველაფერთან დაკავშირებით გამომდინარე იქიდან, რომ ყველაფერი აბსოლუტური სიზუსტით წარიმართა. ძალიან სწრაფი ტემპით დაითვალა არჩევნების შედეგები. შესაბამისად, მოსადავებელი საერთოდ არაფერია. აქედან გამომდინარე, ოპოზიცია მძიმე მდგომარეობაშია და პროკურატურასთანაც ვერ თანამშრომლობენ, მიუხედავად სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდებისა. ისინი თავისი ხელით აკეთებენ იმ საქმეს, რაც ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა. ამ ოპოზიციით ქვეყანა არ შეიძლება დიდხანს აგრძელებდეს პოლიტიკურ ცხოვრებას. ეს ოპოზიცია უნდა ჩანაცვლდეს ახალი, ჯანსაღი პოლიტიკური ძალებით. რეალურად, აქეთკენ მიჰყავთ საკუთარი ხელით პროცესები“,- განაცხადა ირაკლი მ.