SMART Demand Forecast-ის იმპლემენტაციით McDonald’s Georgia-ში შესაძლებელი გახდა მოთხოვნის ზუსტი პროგნოზირება თითოეულ ობიექტზე

McDonald’s Georgia 25 წელია წარმატებით ახორციელებს მომხმარებელთა მომსახურებას და ინარჩუნებს წამყვან პოზიციას როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო სწრაფი კვების ბაზარზე. თუმცა, რაც ნამდვილად გამოარჩევს McDonald’s Georgia-ს სხვა ქსელური რესტორნებისგან არის მუდმივი ზრუნვა მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაზე, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვით.
კომპანიის მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია SMART Demand Forecast-ის იმპლემენტაცია, რომელიც Microsoft-ის მრავალწლიან პარტნიორ კომპანია SMART business-თან პარტნიორობით განხორციელდა. SMART business-ს აქვს სხვადასხვა ტიპის გაციფრულების პროექტების 15 წლიანი იმპლემენტაციის გამოცდილება. SMART Demand Forecast არის SMART business-ის მიერ შემუშავებული პროგნოზირების სისტემა, რომელიც დაფუძნებულია ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების ალგორითმებზე. გადაწყვეტილება საშუალებას აძლევს McDonald’s Georgia-ს მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს მოთხოვნის პროგნოზირების სიზუსტე.
SMART Demand Forecast McDonald’s Georgia-ს საშუალებას აძლევს, წინასწარ განჭვრიტოს მომხმარებლის ქცევა და სწრაფად მოახდინოს რეაგირება ბაზრის ცვლილებებზე. შედეგად, მოთხოვნის პროგნოზირება გაცილებით ზუსტია და ეს უზრუნველყოფს ოპერაციული ხარჯების შემცირებას, მარაგების ეფექტურ მართვას და პროდუქტების არასაკმარისი რაოდენობის მინიმიზაციას.

შედეგად, იმპლემენტაციამ კლიენტის მოლოდინს გადააჭარბა, რომელიც თვლიდა, რომ პროგნოზის სიზუსტე იქნებოდა 70-80%-ის ფარგლებში წარმატების კრიტერიუმით, შედეგად კი მიიღო 83%-ის სიზუსტე გაყიდვების პროგნოზირებაში თითოეული რესტორნისთვის 4-კვირიანი პერიოდის განმავლობაში და 80%-ის სიზუსტე 12-კვირიან პერიოდში, პროგნოზის შესრულებიდან მხოლოდ 5% საშუალო გადახრით – რაც შესაბამისობაშია გლობალურ ბიზნეს სტანდარტებთან.
მოთხოვნის პროგნოზირების სიზუსტის ზრდამ შეამცირა ლოჯისტიკური შეცდომების რისკი, გაამარტივა მიწოდების ჯაჭვი და ხელი შეუწყო პროდუქციის მუდმივ ხელმისაწვდომობას რესტორნებში, რაც საბოლოო ჯამში, პირდაპირ აისახა მომხმარებელთა კმაყოფილებაზე. ეს ინოვაციური ტექნოლოგია McDonald’s Georgia-ს ანიჭებს კონკურენტულ უპირატესობას ბაზარზე და ქმნის წინაპირობას მომავალში კიდევ უფრო მეტი ზრდისა და განვითარებისათვის.
SMART Demand Forecast-ის დანერგვით, McDonald’s Georgia არა მხოლოდ აძლიერებს თავის საოპერაციო ეფექტურობას, არამედ ქმნის ახალ სტანდარტებს სწრაფი კვების ინდუსტრიაში მომხმარებელთა მოთხოვნების დაკმაყოფილების კუთხით.