უკრაინელმა აქტივისტებმა საერთაშორისო ფორუმზე იულია ნავალნაიას გამოსვლა გააპროტესტეს

უკრაინელმა აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს ლისაბონში, ტექნოლოგიების საერთაშორისო კონფერენცია WebSummit 2024-ზე რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ს ქვრივის, იულიას გამოსვლის დროს.
უკრაინელმა აქტივისტებმა დარბაზში ჩართეს საჰაერო განგაშის სიგნალი და ინგლისურად სკანდირებდნენ: „შეაჩერეთ , შეაჩერეთ ომი, რუსეთი ტერორისტია“.
უკრაინელმა აქტივისტმა კრისტინა ჟუკმა სოციალურ ქსელ Х-ში დაწერა, რომ ნავალნაიას გამოსვლა ჩაშალეს და რუსეთის მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ მსგავსი რამ ელოდებათ მსოფლიოს ყველა კუთხეში.
იულია ნავალნაია 12 ნოემბერს მომხდარ ინციდენტს თავისი ტელეგრამ-არხიდან გამოეხმაურა. ნავალნაიას განცხადებით, ლისაბონის ფორუმზე გამოსვლა ეხებოდა იმას, თუ როგორ ეხმარებიან დასავლეთის ტექნოლოგიური კომპანიები დიქტატორებს, როცა ბრმად მისდევენ მათ მიერ დაწესებულ რეპრესიულ კანონებს.
იულია ნავალნაიას განცხადებით, იბრძვის პუტინის რეჟიმის და ომის წინააღმდეგ, ისევე როგორც მისი ქმარი ალექსეი ნავალნი იბრძოდა და ამისთვის ციხეში მოკლეს.
ნავალნაია წერს, რომ საერთო მტერი ჰყავთ და უკრაინელებს არ სჭირდებათ რუსეთის ოპოზიციის სახით მტრის ძიება.
ლისაბონში კონფერენციას ესწრებოდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ლეონიდ ვოლკოვი. მისი ინფორმაციით, საპროტესტო აქციის გამო იულია ნავალნაიას გამოსვლა არ ჩაშლილა და მან თავისი სიტყვა ბოლომდე თქვა.

ასევე დაგაინტერესებთ

რიგ ფინანსურ-ეკონომიკურ დანაშაულებზე ნასამართლები პირებისთვის ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის 16-წლიანი ვადა კანონში აღარ იქნება – აღნიშნულ პირებს ქვეყნის დატოვება აეკრძალებათ იქამდე, ვიდრე ზიანს სრულად არ აანაზღაურებენ

შალვა პაპუაშვილი – დემოკრატიულ პროცესში არ არის დემოკრატიის მტერი პარტიებისთვის ადგილი – სარჩელით მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, ეს ჩვენი ვალდებულებაა, რომლის უკანაც არის ხალხის მიერ მონიჭებული მანდატი

ელინა ვალტონენი ირაკლი კობახიძეს – ფინეთში გიწვევთ, რათა შეხვდეთ თავისუფალ მედიას და თქვენთვის სასურველ დემონსტრაციას დააკვირდეთ – ბოდიშს გიხდით, რომ თბილისში ჩვენი შეხვედრის გაუქმება გრაფიკის ცვლილების გამო მომიწია