კიევში საჰაერო განგაში გამოცხადდა, ისმოდა აფეთქებების ხმა

კიევში საჰაერო განგაში გამოცხადდა, უკრაინის დედაქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ს მერზე, ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ქალაქში აფეთქებებია. საჰაერო თავდაცვის ძალები მუშაობენ. თავშესაფრებში დარჩით“, – დაწერა ვიტალი კლიჩკომ „ტელეგრამის“ პირად არხზე.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, დღეს ღამით რუსეთში, ოლენეგორსკიდან „ტუ-95“-ის ტიპის ექვსი თვითმფრინავი აფრინდა. დაახლოებით 7:00 საათზე რუსული ფრთოსანი რაკეტების უკრაინის საჰაერო სივრცეში შესვლა დაფიქსირდა.