რუსეთის საჰაერო თავდაცვამ წუხელ ექვს ოლქში 29 უკრაინული დრონი გაანადგურა, რომლითაც კიევის რეჟიმმა რუსეთის ტერიტორიას შეუტია, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„გასული ღამის განმავლობაში, როდესაც კიევის რეჟიმი ცდილობდა ტერორისტული თავდასხმების განხორციელებას უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 29 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა“, – აცხადებენ უწყებაში.
მათივე ინფორმაციით, 7 დრონი კურსკის ოლქის ტერიტორიაზე გაანადგურეს, 7 – ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე, 5 – ტვერის ოლქში, 5 – ბრიანსკის ოლქში, 3 – პენზის ოლქის ტერიტორიაზე და ორი – ვორონეჟის ოლქის ტერიტორიაზე.