ტრამპმა თავდაცვის მინისტრად Fox News-ის წამყვანი წარადგინა, მასკს ეფექტიანობის მართვა დაავალა

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა 12 ნოემბერს დაასახელა რამდენიმე კანდიდატი, რომლებიც ახალ ადმინისტრაციაში თანამდებობებს დაიკავებენ.
ტრამპმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარადგინა ტელეკომპანია Fox News-ის წამყვანი, ყოფილი სამხედრო პიტ ჰეგსეთი. როგორც დონალდ ტრამპმა განაცხადა, მკაცრი და ჭკვიანი ჰეგსეთის ხელმძღვანელობით არმია ისევ დიადი გახდება და ამერიკა უკან არასდროს დაიხევს.
ტრამპის მიერ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის დასახელების შემდეგ, პენტაგონის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ტელეკომანია CNN-ს უთხრა, რომ „ყველა შოკირებულია“.
დონალდ ტრამპმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს(CIA) დირექტორის თანამდებობაზე დაასახელა ჯონ რეტკლიფის კანდიდატურა. ის 2020-2021 წლებში ეროვნული დაზვერვის სამსახურს ხელმძღვანელობდა. 2020 წლის საპრეზიდენტო ს კამპანიის დროს დემოკრატები რეტკლიფს ბრალს სდებდნენ ტრამპის სასარგებლოდ საიდუმლო ინფორმაციის გაცემაში პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოყენების მიზნით.
12 ნოემბერს, რეტკლიფის წარდგენისას ტრამპმა განაცხადა, რომ ის ყოველთვის იყო სიმართლისა და პატიოსნებისთვის მებრძოლი. ჰეგსეთის და რეტკლიფის კანდიდატურებს მხარი უნდა დაუჭიროს სენატმა, სადაც ნოემბრის არჩევნების შედეგად რესპუბლიკელებმა უმრავლესობა დაიბრუნეს.
ს გადაწყვეტილებით შეიქმნება ახალი, ე.წ. მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი. მას უხელმძღვანელებენ ტრამპის აქტიური მხარდამჭერები, კომპანიების, Tesla-ს და SpaceX-ის მფლობელი, მილიარდერი ილონ მასკი და ბიზნესმენი ვივეკ რამასვამი, რომელიც 2024 წლის არჩევნებში პრეზიდენტად კენჭისყრას გეგმავდა, თუმცა იანვარში განაცხადა, რომ უარს ამბობს ტრამპის სასარგებლოდ.
როგორც ტრამპმა განაცხადა, ეს ორი შესანიშნავი ამერიკელი გზას გაკვალავს სამთავრობო ბიუროკრატიის ლიკვიდაციის, ზედმეტი რეგულაციების შემცირებისა და ფედერალური სააგენტოების რესტრუქტურიზაციისკენ.
რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ბრუნდება მას შემდეგ, რაც 2024 წლის 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა დემოკრატი ვიცე-პრეზიდენტი .
დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 2025 წლის 20 იანვარს გაიმართება.