აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად კონგრესმენ მაიკ უოლცს დანიშნავს.
თავდაპირველად ამის შესახებ ინფორმაცია Reuters-მა გაავრცელა, მოგვიანებით კი, ეს დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.
“ჩემი პატივია გაცნობით, რომ კონგრესმენი მაიკ უოლცი ამგვარად ინიშნება, რომ იმსახუროს ჩემს კაბინეტში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჩემს მრჩევლად. მაიკი პირველი მწვანე ბერეტია [აშშ-ს სპეცდანიშნულების ძალები], რომელიც კონგრესში აირჩიეს და მანამდე თეთრ სახლსა და პენტაგონში მსახურობდა. […]
მაიკი ჩემი – ამერიკა უპირველეს ყოვლისა საგარეო პოლიტიკის პროგრამის, მყარი მხარდამჭერი იყო და ძალის მეშვეობით მშვიდობისკენ ჩვენი სწრაფვის დიდი მომხრე იქნება”, – წერს დონალდ ტრამპი.