არანაირი სიების ჩახსნა ამ ეტაპზე არაა კანონით გათვალისწინებული და ცესკოც არაფერ შუაშია აქ, ისევე, როგორც არაფერ შუაშია იმაში, რომ ამ ვადაგასულ, მატყუარა პოპულისტებს ხალხი არ ირჩევს

არანაირი სიების ჩახსნა ამ ეტაპზე არაა კანონით გათვალისწინებული და ც არაფერ შუაშია აქ, ისევე, როგორც არაფერ შუაშია იმაში, რომ ამ ვადაგასულ, მატყუარა პოპულისტებს ხალხი არ ირჩევს
ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს პარლამენტში შემსვლელთა სიების ჩახსნასთან დაკავშირებით მორიგ ტყუილს უწოდებს „ხალხის ძალის“ წევრი . როგორც მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს ოპოზიციას ისევე შეჰყავს ამ თემაზე საუბრისას საზოგადოება შეცდომაში, როგორც შეჰყავდა მაშინ, როცა ს დღეს გამარჯვებას ზეიმობდა.
„მთელი დღეა ვისმენთ ოპოზიციის სხვადასხვა წარმომადგენლის ჰეროიკულ განცხადებებს, რომ არჩევნებს არ ცნობენ და სიები ჩახსნეს და ცესკომ არ გაბედოს მათი დოკუმენტაციის პარლამენტში გადაგზავნა. ისევ აბოლებენ საკუთარ ამომრჩეველს და მთელ საზოგადოებას, ისევე როგორც კენჭისყრის საღამოს „გამარჯვების” ზეიმისას, მერე რომ „გაყალბებული” აღმოჩნდა და ეს თურმე იქვე იცოდნენ. ახლა იმის იმედი აქვთ, რომ კანონმდებლობას არავინ წაიკითხავს, ან ვერ გაარკვევს, რომ არანაირი სიების ჩახსნა ამ ეტაპზე არაა კანონით გათვალისწინებული და ცესკოც არაფერ შუაშია აქ, ისევე, როგორც არაფერ შუაშია იმაში, რომ ამ ვადაგასულ, მატყუარა პოპულისტებს ხალხი არ ირჩევს. მერე გამოვლენ და მომხრეებს დააბოლებენ – რა ვქნათ, ცოცხალი თავით არ გვინდოდა პარლამენტარობა, მაგრამ კალანდარიშვილმა ქეჩოში ჩაგვავლო ხელი და სათითაოდ უკანონოდ შეგვყარაო,” – წერს თამთა მეგრელიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი მარადიული კრიტიკოსის, ფონ დერ ლაიენის მეთაურობით, ევროკომისია გადასახადის გადამხდელთა ფულს იყენებდა ლობისტების დასაქირავებლად, მიზანს წარმოადგენდა “მწვანე დღის წესრიგის” გამოყენებით სხვადასხვა ხელშეკრულების ტორპედირება – ამავე სცენარის ნაწილი მგონია ჰესების წინააღმდეგ არგუმენტაციის გარეშე ისტერიული გამოხდომები

ჩვენ თუ ჩვენს სამშობლოში არ გადავწყვიტეთ ჩვენი გადასაწყვეტი, რამდენიმე ათწლეულში ერი აღარ იარსებებს! ამიტომ არის ქვეყნის დამოუკიდებლობა მთავარი პრიორიტეტი! დამოუკიდებლობა ყველასგან!