რა ეგიდით არიან ჩამოსულები, ვის წარმოადგენენ – თუ პირადი ინიციატივებით არიან ჩამოსულები, ევროპის სახელით როგორ ლაპარაკობენ?

„ტრამპის გამარჯვებით მოვიდა ამ ლიბერალური სიგიჟეების დასასრული, იმიტომ, რომ ეს არის გლობალური ძალა, რომელსაც შეუძლია რაღაც მიმართულებები განსაზღვროს. თუმცა, არ დაგვავიწყდეს, რომ ამ მიმართულების არდში საქართველო იდგა,” – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა სეფაშვილმა, როცა კომენტარი გააკეთა ევროკავშირის 8 ქვეყნის პარლამენტების სხვადასხვა კომიტეტის წარმომადგენლების ვიზიტზე, რა დროსაც მათ ერთ-ერთ საკითხად ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ საქართველოში მიღებული კანონის გაუქმება მოითხოვეს.
„ევროკავშირის 8 ქვეყნის წარმომადგენლების ვიზიტი მათი მხრიდან კუდის უკანასკნელ მოქნევას ჰგავს. ვიდრე გლობალურად შეიცვლება ეს ლიბერალური სიგიჟის პოლიტიკა, ეშურებიან და ფიქრობენ, იქნებ რამე გამოუვიდეთ. მეორე მხრივ, სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის კომიტეტის წარმომადგენლები საქართველოში რომ იმყოფებიან, რა ეგიდით არიან ჩამოსულები, ვის წარმოადგენენ? თავიან ქვეყანას წარმოადგენენ, პარლამენტს, პარტიას თუ პირადი ინიციატივით არიან ჩამოსულები? ეს აბსოლუტურად გაუგებარია. თუ პირადი ინიციატივებით არიან ამოსულები, ევროპის სახელით როგორ ლაპარაკობენ? თუ ტურისტებად არიან ჩამოსულები, რა უფლება აქვთ ისაუბრონ ევროპის სახელით. ვინც ევროპის სახელით ლაპარაკობს და მოგვიწოდებს კანონის გაუქმებას, რომელი კანონის გაუქმებას ითხოვს – ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის, რომელიც თავად ევროპაშიც ძალიან წინააღმდეგობრივი თემაა.
აგერ ვიხილეთ როგორ იმარჯვებენ ევროპულ ქვეყნებში კონსერვატიული ძალები, იმიტომ, რომ მათაც ამოუვიდათ ყელში ეს ლიბერალური სიგიჟე. ტრამპმაც რატომ გაიმარჯვა, იმიტომ, რომ მისი მოწინააღმდეგის, ჰარისის კამპანია წარმართული იყო გენდერული მრავალფეროვნების მხარდამჭერი ლოზუნგებით.
ტრამპის გამარჯვებით მოვიდა ამ ლიბერალური სიგიჟეების დასასრული, იმიტომ, რომ ეს არის გლობალური ძალა, რომელსაც შეუძლია რაღაც მიმართულებები გლობალურად განსაზღვროს, თუმცა, არ დაგვავიწყდეს, რომ ამ მიმართულების ავანგარდში საქართველო იდგა,” – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ეკა სეფაშვილმა. მეორე, რის გაუქმებაც ევროკავშირის წარმომადგენლებმა მოითხოვეს გამჭვირვალობის შესახებ კანონია.
ამაზე საუბრისას, როგორც სეფაშვილმა აღნიშნა, ამ მოთხოვნის წამოჭრა გაუგებარია, რადგან მათ სათქმელი არაფერი აქვთ. „რატომ არ მოსწონთ ეს კანონი? რატომ არ უნდა იცოდნენ საქართველოს მოქალაქეებმა რომელი უცხოელი დონორი რა საქმიანობას ახორციელებს. მითუმეტეს, რომ ამ კანონმა თავისი ეფექტიანობა უკვე დაამტკიცა. რადიკალური ქმედებებისათვის გამიზნული დაფინანსება მთლიანად აღმოფხვრილი არ არის, მაგრამ შემცირებულია, რადგან დამფინანსებლების ვინაობა დაფარული აღარ არის,” – განაცხადა ეკა სეფაშვილმა