ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ოპოზიციონერები გაათავისუფლეს

ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ოპოზიციის წარმომადგენლები გაათავისუფლეს. იზოლატორი დატოვა ხუთივე ოპოზიციონერმა: ასლან გვარამიამ, ომარ სმირიმ, რამაზ ჯოპუამ, გარი კოკაიამ და ალმასხან არძინბამ.
ოპოზიციის წარმომადგენლები 11 ნოემბერს დააკავეს. დე ფაქტო გენერალური პროკურორი აცხადებდა, რომ ორშაბათს, “პარლამენტის რიგგარეშე სხდომის შემდეგ, 5-მა მოქალაქემ, რომლებიც ეროვნული კრების ეზოში იმყოფებოდნენ, რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატის მიმართ კანონსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინეს”. ტელეგრამ არხებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საუბარია ალმას აკაბაზე.
დე ფაქტო გენერალური პროკურორის თქმით, დაკავებულების ნათესავებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში შეჭრა სცადეს, რათა დაკავებულების გათავისუფლება მოეთხოვათ.