ბათუმში პროტესტის მონაწილეები ლოზუნგით „არჩევნები გაყალბდა“ მსვლელობას მართავენ

ბათუმში აქციის მონაწილეებმა 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის შენობიდან მსვლელობა აბაშიძის ქუჩაზე გამართეს. პროტესტის მონაწილეები რამდენიმე წუთით აჭარის მთავრობის სახლთან შეჩერდნენ.
მათი თქმით, პროტესტის ნიშნად უმაღლეს საარჩევნო კომისიასთან მიემართებიან. ისინი აცხადებენ, რომ პროტესტი სხვადასხვა ფორმით გაგრძელდება, სანამ შედეგს არ მიაღწევენ.
“ქვეყანაში გაყალბებულია. წაგვართვეს არჩევანის უფლება და ევროპული მომავალი”, – აღნიშნეს მათ.

ასევე დაგაინტერესებთ

პარტია „ფედერალისტები“ – სამარტოო საკანში გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მთელი მართლმსაჯულების სისტემა პირადი შურისძიების ინსტრუმენტია ბიძინა ივანიშვილის ხელში