რუსეთში 68 წლის პედიატრს 5,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ჯარზე „ფეიკების“ გავრცელების ბრალდებით

მოსკოვის ტუშინოს რაიონულმა სასამართლომ ხუთწელიწადნახევრიანი პატიმრობა მიუსაჯა 68 წლის პედიატრს, ნადეჟდა ბუიანოვას. გამოძიება მას რუსული არმიის შესახებ „ფეიკების“ გავრცელებაში სდებდა ბრალს, იტყობინება „მედუზა“.
ბუიანოვას წინააღმდეგ საქმის აღძვრა ს საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის, ალექსანდრ ბასტრიკინის პირადი ინიციატივა იყო. ამას წინ უძღოდა ბუიანოვას ერთ-ერთი პაციენტის დედის საჩივარი.
მისი, – ანასტასია აკინშინას, – თქმით, როცა ბუიანოვას უთხრა, რომ შვიდი წლის შვილს სთან საომრად წასული და მოკლული მამა ენატრებოდა, პასუხად მიიღო, რომ იგი „უკრაინის კანონიერი სამიზნე იყო“. თავად ბუიანოვა ამბობს, რომ ასეთი რამ არ უთქვამს.
მოსამართლის მიერ ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ, სხდომაზე ორმა დასწრემ დაიწყო სკანდირება – „სირცხვილი! ფაშისტებო!“.