ერთ წელიწადში, საქართველოში გაზის წვით წარმოქმნილი აირით ინტოქსიკაციას 15 ადამიანი ემსხვერპლა, მოიწამლა ათობით პირი – ენერგოომბუდსმენის ანგარიში

2022 წელს, ქვეყანაში გაზის წვის შედეგად წარმოქმნილი აირის ინტოქსიკაციით 15 ადამიანი დაიღუპა. დაფიქსირდა ინტოქსიკაციის 76 შემთხვევა. მონაცემები ენერგოომბუდსმენის ანგარიშში მოხვდა. სალომე ვარდიაშვილის ინფორმაციით, მომხმარებელთა საჩივრების რაოდენობის მიხედვით წყალმომარაგების სექტორი ლიდერობს და ელექტრონულმა მიმართვიანობამ წლის განმავლობაში 10 ათასს გადააჭარბა. დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ენერგოომბუდსმენის სამსახურის 20 წლის იუბილე აღინიშნა.
„20 წლიანი არსებობის განმავლობაში, სამსახურმა განიცადა არაერთი პროგრესი, მაგრამ უკანასკნელი წლების განმავლობაში ცნობადობა ამ სამსახურთან მიმართებაში უკიდურესად გაიზარდა იმიტომ, რომ ახალი გუნდით მოსვლისთანავე ჩვენი პირდაპირ მიმართული პოლიტიკა იყო მომხმარებლისთვის საკუთარი უფლებების გაცნობა და იმ სამსახურის გაცნობა, რომელსაც შეეძლო გვერდში დასდგომოდა და სწორედ მისი ინტერესები გაეტარებინა ნებისმიერ ლიცენზიათა კომპანიასთან მიმართებაში,“ – აცხადებს ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი.
საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის დავით ნარმანიას თქმით, ომბუდსმენის აპარატი ძალიან აქტიურად მუშაობს, ასევე მოქალაქეთა აკეთებს რეაგირებას.
“ომბუდსმენის აპარატი ძალიან აქტიურად მუშაობს, მოქალაქეთა საჩივრებზე აკეთებს რეაგირებას, როცა შემდეგ უკვე კომისიის მიერ კონკრეტული გადაწყვეტილებაა მისაღები შუამდგომლობს მოქალაქეებს კომისიასთან და შემდეგ უკვე ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას თანხების ჩამოწერასთან დაკავშირებით, ასევე სხვა მნიშვნელოვან აქტუალურ საკითხებზე. რადგანაც ამ აპარატის არსებობა არის აუცილებელი, მას რეგიონული წარმომადგენლობები ჰყავს, ამიტომ მოქალაქეებს შეუძლიათ რეგიონებში, ასევე იუსტიციის სახლის მეშვეობით გააკეთონ განაცხადები,” – აცხადებს დავით ნარმანია.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველო მშვიდობიანი ქვეყანაა მკაფიო ხედვითა და სტაბილურობის შენარჩუნების იდეისადმი ერთგულებით, ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ვართ, რომელიც ღიაა ტურისტებისთვის, ინვესტორებისთვის და ნებისმიერი სტუმრისთვის

ძალიან ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა გვაქვს, რომელიც მარტივ საგადასახადო პოლიტიკას ეფუძნება, ჩვენი კანონმდებლობის თანახმად, მხოლოდ რამდენიმე გადასახადი არსებობს – დაბალი განაკვეთითა და მინიმალური ბიუროკრატიით, უზრუნველყოფილია ხელსაყრელი და მომგებიანი გარემო ეკონომიკური საქმიანობის დასაწყებად

მას შემდეგ, რაც ეს პატივცემული გვამი საქართველოში იმყოფებოდა, დემოკრატია და ადამიანის უფლებები დაგვიწუნა, რადიკალების აქციაზეც მივიდა და ხელისუფლების დამხობა წაახალისა, ბაქოში ჩაბრძანდა და ფოტოც გამოჭიმა