“გონჩარენკომ თქვა ის, რაც უნდა ეთქვა” – რა შეფასებები მოჰყვა ოპოზიციის მხრიდან ალექსეი გონჩარენკოს განცხადებას

უკრაინის არასწორ პოლიტიკურ სტრატეგიაზე რადას დეპუტატი, ალაპარაკდა. მისი განცხადებით, რუსეთს მსოფლიოში შეიარაღებით მეორე არმია ჰყავს და თუ , პარტნიორების დახმარებით, არმიის განვითარებას ვერ შეძლებს, მეტ ტერიტორიებს დაიპყრობს. გონჩარენკო ამბობს, რომ უკრაინამ უნდა შეცვალოს მთავარი გზავნილი და ნატოსა და ევროკავშირს წევრობაზე არ უნდა ეხვეწოს.
ალექსეი გონჩარენკოს ეს განცხადება პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში. ოპოზიცია მის განცხადებას სენატში უკრაინის დახმარების დაბლოკვას უკავშირებს.
“გონჩარენკომ თქვა ის, რაც უნდა, ეთქვა, რადგან კონგრესში უკრაინის პაკეტის დახმარებაზე ვერ თანხმდებიან,”- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფი” წევრი თეონა აქუბარდია.
“ჩვენ ნატო აქეთ უნდა გვეხვეწოს, რადგან თუ დაგვიპყრეს, მაშინ მის წინააღმდეგ ვიქნებით – არ არის მგონი მთლად თანმიმდევრული არგუმენტი,”- ამის შესახებ კი, “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფლის მეურნებაში ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რის შედეგადაც, ამ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგებულია

გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირ-სომხეთის სამიტზე: ევროკავშირისთვის და ბევრი სხვა ქვეყნისთვის საქართველო არის შუა დერეფანში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი და შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფაქტორი იქნება გათვალისწინებული და რა თქმა უნდა, ამ თემაზე იქნება მსჯელობა