სახალხო დამცველი მოუწოდებს პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირთა სტიგმატიზაციისგან

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი პოლიტიკოსებს მოუწოდებს, “არ დაუშვან ფსიქიკური ჯანმრთელობის ნიშნით პირთა არათანასწორ პირობებში ჩაყენება და თავი შეიკავონ სტიგმის გამაძლიერებელი განცხადებებისგან”.
ომბუდსმენმა ეს განცხადება მას შემდეგ გავრცელა, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთ ლიდერზე, ზე საუბრისას “ფსიქიკურ პრობლემებზე” გააკეთა აქცენტი და ამ საკითხის მიმართ აგდებული და ირონიული დამოკიდებულება გამოხატა.
“გვარამია აცხადებდა, რომ მას ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები. თუმცა, იმკურნალა და დაძლია ეს მდგომარეობა”, – თქვა კობახიძემ და დაიწყო სიცილი, შემდეგ კი იმავე განწყობით გააგრძელა – “აბსოლუტურად სერიოზულად ვგულისხმობ. რეალურად, გაირკვა, რომ არავითარი პრობლემები არ მოუგვარებია”.
ამის მიუხედავად, ლევან იოსელიანს კობახიძის სახელი არ უხსენებია, მხოლოდ აღნიშნა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირთა დამამცირებლად მოხსენიება და სტიგმის შემცველი დამოკიდებულებები გახშირდა, მათ შორის, “სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირ(ებ)ის მხრიდან”.
“ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულება და სტიგმა კვლავ ძლიერია ქვეყანაში და ისინი ყველაზე ხშირად ხდებიან უთანასწორო მოპყრობის სამიზნე, ხოლო საჯარო პირების მხრიდან გამოვლენილი სტერეოტიპული დამოკიდებულება აფერხებს მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ყველა მცდელობას.
სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს პოლიტიკოსებსა და საჯარო პირებს, რომელთა პირდაპირი მოვალეობა არსებული სტიგმის შემცირება და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა უფლებების დაცვის ხელშეწყობაა, არ დაუშვან ფსიქიკური ჯანმრთელობის ნიშნით პირთა არათანასწორ პირობებში ჩაყენება და თავი შეიკავონ სტიგმის გამაძლიერებელი განცხადებებისგან”, – წერია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზვიად ქორიძე – საგანმანათლებლო სივრცეშიც გამოქვაბულში უნდა აღმოვჩნდეთ, რადგან ასე უნდა ივანიშვილს, მან უკეთ იცის როგორ, რა და ვინ ასწავლოს – არ გამოვრიცხავ, ხვალ კიმ ჩენ ინისა და აიათოლას მსგავსად თავისი კონცეფცია შესთავაზოს სასწავლო სისტემას

მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო პაკეტს, რითაც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესები და სამართლებრივი პასუხისმგებლობები მკაცრდება – კანონები მაცნეზე გამოქვეყნდა და ძალაშია