BBC: რუსეთში გაუქმდა 250-ზე მეტი რეპრესირებულის რეაბილიტაცია

რუსეთში მასიურად ეუბნებიან უარს საბჭოთა პერიოდის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა რეაბილიტაციის განაცხადებს.
2020 წლიდან სამხედრო საკასაციო სასამართლომ 250-ზე მეტი ადამიანზე დაადგინა, რომ არ ექვემდებარება რეაბილიტაციას. ამის შესახებ BBC-ის რუსული სამსახური იტყობინება, რომელმაც სასამართლო გადაწყვეტილებები შეისწავლა.
ეს გადაწყვეტილებები მიღებულ იქნა პროკურატურის მოთხოვნით, რომელმაც ყველაზე ხშირად სასამართლოს მიმართა 2023 წელს – ში ს სრულმასშტაბიანი შეჭრის მეორე წელს.
ამ პერიოდის განმავლობაში, გამოცემის ცნობით, უწყებამ სასამართლოს სთხოვა, დაამტკიცოს უარი რეაბილიტაციაზე ან რეაბილიტაციის გაუქმებაზე 120-ზე მეტ შემთხვევაში, რაც 2020 წლიდან 2024 წლამდე შესწავლილი საქმეების თითქმის ნახევარია. ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ, ფაქტობრივად, რეპრესიების მსხვერპლთა ხელახალი მსჯავრდადება მიმდინარეობს. ამ დროს მრავალი სახელი და საქმის თითქმის ყველა მასალა ახლა გასაიდუმლოებულია.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ერთი ადამიანის შანტაჟის გამო, რომელმაც საკუთარი ქვეყანა არ გაწირა, ერთი შვეიცარიული ბანკი გაანადგურეს, ხოლო მას შემდეგ, რაც Deep State-ზე ისაუბრა, მისი დასჯა და შანტაჟი მეორე ბანკის რეპუტაციული განადგურების ხარჯზე გადაწყვიტეს

გერმანიის საელჩო – იმ ადამიანების მიზანმიმართული დევნა, რომლებიც თავიანთ ძირითად უფლებებს იცავენ, აზიანებს დემოკრატიას, სასამართლო სისტემასა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს საქართველოში