სერგეი შოიგუ – ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა აშშ-სა და მისი სატელიტების მიერ გატარებული რუსეთისა და ჩინეთის „ორმაგი შეკავების“ პოლიტიკისთვის წინააღმდეგობის გაწევაა

ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა -ისა და მისი სატელიტების მიერ გატარებული სა და ჩინეთის „ორმაგი შეკავების“ პოლიტიკისთვის წინააღმდეგობის გაწევაა, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შოიგუმ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვანგ იისთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელსაც მე ვხედავ, აშშ-ისა და მისი სატელიტების მიერ გატარებული რუსეთისა და ჩინეთის „ორმაგი შეკავების“ პოლიტიკისთვის წინააღმდეგობის გაწევაა“, – განაცხადა სერგეი შოიგუმ.
მისივე თქმით, რუსეთისა და ჩინეთის პარტნიორობას ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მოდელი შეიძლება ეწოდოს.
„დღეს რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები, ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის ურთიერთობები ისტორიულად უპრეცედენტო მაღალ დონეზეა“, – აღნიშნა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველოში მაღალი სამართლებრივი სტანდარტია და ამიტომაა, რომ ათასი მოძალადიდან მხოლოდ ოცია დაკავებული – საქმე არ ეხება არც ახობაძეს, არც პეტრეს და პავლეს – ნუ გამოაცხადებთ გმირად ადამიანებს, რომლებიც ბავშვებს მორფს ჰპარავდნენ

ირაკლი კობახიძე ხაზარაძეების კუთვნილი უძრავი ქონების გერმანიის ელჩისთვის გადაცემაზე – ეს საკმაოდ სერიოზული სკანდალია, ფაქტია, რომ ადგილი ჰქონდა ან გადასახადების დამალვას, ან იმას, რომ რეალურად არ ხდებოდა თანხის გადახდა ელჩის მხრიდან