თავშესაფრის მაძიებელთა დიდი რაოდენობის გამო, ნიდერლანდები სასაზღვრო კონტროლს აწესებს

თავშესაფრის მაძიებელთა დიდი რაოდენობის გამო, ნიდერლანდები სასაზღვრო კონტროლს აწესებს, — ამის შესახებ Reuters-ი ნიდერლანდების მიგრაციის მინისტრის, მარჯოლინ ფაბერის პრესსპიკერზე დაყრდნობით წერს.
კერძოდ, ნიდერლანდების მიგრაციის სამინისტროში განაცხადეს, რომ სახმელეთო საზღვრებზე კონტროლი 9 დეკემბრიდან დაწესდება და იგი მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელდება.
ნიდერლანდების მთავრობის ცნობით, თავშესაფრის მაძიებელთა დიდი რაოდენობის გამო კონტროლი გამართლებულია, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რამდენად მკაცრი იქნება ქვეყნის საზღვრებზე დაწესებული შემოწმებები.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიკა ფილფანი – დასახელებული შემთხვევების შემდეგ გახარია დააწინაურეს, გახდა პრემიერ-მინისტრი, ის იყო „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი, თუ დამნაშავე იყო, ექვსი წელი რატომ დასჭირდათ? – ეს არის ივანიშვილის ვენდეტა