ტრამპმა კონგრესმენ უოლცს შესთავაზა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის თანამდებობა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩეულმა დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის თანამდებობა შესთავაზა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრ მაიკ უოლცს. ამის შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერენ ამერიკული მედიასაშუალებები, მათ შორის გამოცემა WSJ, სააგენტო AP და ტელეკომპანია CNN.
50 წლის უოლცი ფლორიდელი კონგრესმენია. 20 წელზე მეტხანს მსახურობდა ამერიკის არმიის სპეციალური დანიშნულების ძალებში. მონაწილეობდა ავღანეთში -ის სამხედრო ოპერაციაში. უმცროსი ს პრეზიდენტობის პერიოდში მაიკ უოლცი მუშაობდა თეთრ სახლსა და პენტაგონში.
უოლცი ცნობილია ჩინეთისადმი მკვეთრად კრიტიკული დამოკიდებულებით.
ამერიკის შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტმა, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა დემოკრატი ვიცე-პრეზიდენტი .
ს ინაუგურაცია 2025 წლის 20 იანვარს გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „ოცნებას“ გერმანიის ელჩის საცხოვრებლიდან და მეტიც, ქვეყნიდან გაძევების კამპანია აქვს, გაურკვეველია რას ეძებენ – ცოტა სასაცილოა გერმანიის ფედერაციის წარმომადგენლობა ვინმეს რამეს არ უკონტრაქტებდეს – კონტრაქტი არსებობს

ნონა ქურდოვანიძე – უკანონო პატიმარს თუ ემოციური ფონი აქვს, ეს საკმარისია იმისათვის, რომ იძულებითი ფსიქიატრიული ექსპერტიზები ჩატარდეს?! აშკარაა, რომ ეს მისი დასჯის ახალი ფორმაა, რომელსაც პროკურატურა მიმართავს