დონალდ ტრამპი ეროვნული უსაფრთხოების მდივნის თანამდებობაზე კრისტი ნოემს წარადგენს, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
“რესპუბლიკური პარტიის” წევრი კრისტი ნოემი 2019 წლიდან სამხრეთ დაკოტას გუბერნატორია.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპი „საზღვრის მეფედ“ ტომ ჰომენს დანიშნავს, რომელიც ქვეყნის საზღვრებზე იქნება პასუხისმგებელი.
ასევე, CNN-ის ცნობით, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პოლიტიკის საკითხებში თეთრი სახლის აპარატის უფროსის მოადგილედ სტივენ მილერის კანდიდატურას დაასახელებს.