ასოციაცია „ევროპის დროით“ ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით გთავაზობთ ყოველთვიურ შრომის ბიულეტენს

ფრიდრიხ ებერტის ფონდი და ასოციაცია „ევროპის დროით“ 3 დეკემბერს წარმოგიდგენთ წიგნის პრეზენტაციას „შრომის სამართლის პრაქტიკაში გამოყენების სტანდარტი“.
2024 წლის 3 დეკემბერს, Wyndham Grand Tbilisi სასტუმროში, 11.00-14.00 საათზე, გაიმართება წიგნის პრეზენტაცია „შრომის სამართლის პრაქტიკაში გამოყენების სტანდარტი“. წიგნი გამოიცა პროექტის ფარგლებში „შრომის სამართლის ყოველთვიური ბიულეტენი“. პროექტის ავტორია ასოციაცია „ევროპის დროით“; პროექტის მხარდამჭერია ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობა სამხრეთ კავკასიაში.
პროექტი სამი წელია ხორციელდება. სამი წლის განმავლობაში შეკითხვებს სვამდნენ დამსაქმებლები, დასაქმებულები, პოლიტიკოსები, საჯარო მოხელეები, აკადემიის წარმომადგენლები, იურისტები, HR სპეციალისტები. შეკითხვებზე პასუხობდნენ პროფესორი ეკატერინე ქარდავა (ნორმის განმარტება და მისი გამოყენების სტანდარტი) და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე გასიტაშვილი (სასამართლო პრაქტიკა). თითოეული პასუხი, გამოცემული შრომის ბიულეტენის სახით, ქვეყნდებოდა IPN-ზე, სოციალურ ქსელებში და იგზავნებოდა მეილებით 4000-მდე რესპოდენტთან.
შრომის ბიულეტენის პროექტი მიზნად ისახავდა ცოდნის ამაღლებას შრომის მენეჯმენტისა და შრომითი უფლებების დაცვის სფეროში პრაქტიკის ჰუმანიზაციის, დემოკრატიზაციის, ევროპეიზაციის, სამართლის უზენაესობის გზით. თუ როგორ გრძნობს თავს დასაქმებული სამსახურში და როგორ ექცევა დამსაქმებელი დასაქმებულს – ინდიკატორია ქვეყნის დემოკრატიის, ადამიანის კმაყოფილებისა და ბედნიერების. თუ ეს სფერო გაცდენილია ღირსებას, კეთილდღეობას, განვითარებას, თავისუფლებას, თანასწორობას, მაშინ ჯერ კიდევ ადგილი აქვს თანამედროვე მონობას. საქართველოს ხალხის მზერა მიმართულია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონსტიტუციური წესრიგისკენ, ევროპული/ევროკავშირის ცივილური სამყაროსკენ. დამსაქმებლის ქცევის სტანდარტიც სრულად უნდა ეხმიანებოდეს ხალხის არჩევანს.
წიგნში ასახვა ჰპოვა იმ საკითხებმა, რის თაობაზეც შეკითხვები დასვეს ადამინებმა. წიგნში, ძირითადად, გადმოცემულია შრომის სამართლის ნორმების პრაქტიკაში გამოყენების სტანდარტის განმარტება, აგრეთვე, სამოსამართლო სამართლის ფარგლებში პრეცედენტული და მნიშვნელოვანი მსჯელობანი (საქმეებზე მითითებით). თითოეული საკითხი წარმოდგენილია კონკრეტული შეკითხვის ანდა დასახელების სახით და აქვს ლაკონიური/მოკლე პასუხი. წიგნზე მუშაობისას, რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია ევროკავშირის სამართლისა და საერთაშორისო სამართლის მიდგომები. გადმოცემის სტილი და ენა არის მარტივი და გასაგები, რათა ნებისმიერმა მკითხველმა სირთულის გარეშე ამოიკითხოს არსი და აზრი.
წიგნი მნიშვნელოვნად დაეხმარება შრომის სამართლის სპეციალისტებს, სტუდენტებს, დამსაქმებლებს, დასაქმებულებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, საჯარო სამსახურებს, სწორად გაიგონ შრომის პოლიტიკის მიზანი და დანიშნულება.
ნებისმიერ პირს, რეგისტრაციის მეშვეობით ([email protected]ზე) შეუძლია მონაწილეობა მიიღოს წიგნის პრეზენტაციში, 2024 წლის 3 დეკემბერს, 11.00-14.00 საათზე Wyndham Grand Tbilisi სასტუმროში (ლ. გუდიაშვილის ქ. 3, მე-9 სართული).
მადლობას მოვუხდით ყველა იმ დაინტერესებულ პირს, რომელიც ერთგულად კითხულობდა, ეცნობოდა შრომის ბიულეტენებს. მადლობას მოვუხდით IPN-ს შრომის ბიულეტენების საჯაროდ გამოქვეყნებისათვის.
მოგვწერეთ, გვკითხეთ
[email protected]
[email protected]
[email protected]

ასევე დაგაინტერესებთ

სანდრო ბარამიძე: ცხადია, ვიცი, რომ ცესკო მაინც გაატარებს ამ ხალხს რეგისტრაციაში პარლამენტის არჩეულ წევრებად. მაგრამ ეს კიდევ ერთი ძალადობის აქტი იქნება, როგორც კონსტიტუციასა და კანონზე, ისე ადამიანის თავისუფალ ნებაზე

გიორგი გახარია – „ქართული ოცნების“ განცხადებებმა და ქმედებებმა სამართლებრივი და მორალური ბაზისი და საფუძველი შეუქმნა იმ ნაბიჯებს, რომელსაც დღეს რუსეთის ფედერაცია აფხაზეთში ანექსიის თვალსაზრისით დგამს

გიორგი გახარია – მინდა „ქართულ ოცნებას“ ვთხოვო: სიები გაასაჯაროვეთ, რათა დავრწმუნდეთ და ვთქვათ, რომ „შეგვეშალა, ეს არჩევნები იყო კარგი“ ან ვთქვათ, რომ „არა, არ შეგვშლია და ეს არჩევნები იყო ცუდი“