CNN – დონალდ ტრამპი სახელმწიფო მდივნად, სავარაუდოდ, სენატორ მარკო რუბიოს დაასახელებს, პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში კი მაიკ უოლტსი გახდება

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, რომელიც ახალი ადმინისტრაციის შექმნაზე მუშაობს, რამდენიმე არჩევანი უკვე გააკეთა, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ტელეკომპანიას ორმა წყარომ განუცხადა, რომ დონალდ ტრამპი, სავარაუდოდ, სენატორს ფლორიდის შტატიდან, მარკო რუბიოს სახელმწიფო მდივნად აირჩევს. წყაროების ცნობით, ტრამპმა ფლორიდის „რესპუბლიკელ“ დეპუტატს მაიკ უოლტსს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მისი მრჩევლის პოსტი შესთავაზა.
ამასთან, ტრამპმა „რესპუბლიკელი“ დეპუტატი ელისე სტეფანიკი გაერო-ში აშშ-ის ელჩის თანამდებობისთვის შეარჩია.
დონალდ ტრამპმა გასულ კვირას განაცხადა, რომ მისი საარჩევნო კამპანიის მენეჯერი, სუზი უილსი, თეთრი სახლის აპარატის უფროსი გახდება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე მამუკა მდინარაძის ახალ პოსტზე წარდგენაზე – მიხვდი შე დალოცვილო, არ არის შენი ადგილი, „საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს“ – რაც შეეხება ოპოზიციას, ყიფიანს და ყველას მოვუწოდებ, სიტყვა „გაერთიანებასთან“, ფრთხილად ვიყოთ