გუბერნატორი – ბელგოროდში უკრაინული დრონით თავდასხმის შედეგად ნავთობსაცავში ხანძარი გაჩნდა

უკრაინის შეიარაღებული ძალები ბელგოროდის ოლქში დრონის გამოყენებით ნავთობსაცავს დაესხნენ თავს, აფეთქების შედეგად ერთ-ერთ რეზერვუარს ცეცხლი გაუჩნდა, – ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი „ტელეგრამ“ არხზე წერს.
მისი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სტარიოსკოლის ურბანული რაიონის ტერიტორიაზე ნავთობის საცავზე თავდასხმისთვის დრონი გამოიყენეს. აფეთქების შედეგად ერთ-ერთ რეზერვუარს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე ათი სახანძრო ბრიგადა იყო მობილიზებული და ხანძარი სწრაფად ჩააქრეს. არავინ დაშავებულა“, – წერს გუბერნატორი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე მამუკა მდინარაძის ახალ პოსტზე წარდგენაზე – მიხვდი შე დალოცვილო, არ არის შენი ადგილი, „საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს“ – რაც შეეხება ოპოზიციას, ყიფიანს და ყველას მოვუწოდებ, სიტყვა „გაერთიანებასთან“, ფრთხილად ვიყოთ