გიორგი შარაბიძე: ცესკოს უკიდურესი ვადა არჩევნების შედეგების შეჯამებისთვის აქვს 21 ნოემბერი

“თუ ყველა უკიდურესი ვადა იქნა გამოყენებული, საარჩევნო ადმინისტრაციას უკიდურესი დღეებისთვის რომ შეაჯამოს ს შედეგები, გახლავთ 21 ნოემბერი” – ამის შესახებ ს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი შარაბიძემ განაცხადა სამთავრობო TV იმედის ეთერში.

“გუშინ იყო დავების განხილვის დღე, ასევე ჩვენ შევაჯამეთ საზღვარგარეთ გამართული არჩევნების შედეგები, შუალედური საკრებულოს შედეგები და ა.შ. ბევრი სხვა აქტი მივიღეთ. ახლა ჩართულ მხარეებს აქვთ ამის სასამართლოში გასაჩივრების ვადა.

სასამართლოს პირველი და შემდგომი ინსტანციის გადაწყვეტილებებს აუცილებლად დაელოდება საარჩევნო ადმინისტრაცია და ამის შემდეგ მიღებული იქნება 26 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო, ოფიციალური, შემაჯამებელი ოქმი.

[…] დღეების მანძილზე ჯერ არის გასაჩივრების უფლება, შემდგომ სასამართლოებს აქვთ თავიანთი ვადა ამ საკითხების განხილვისა. როგორც მოგეხსენებათ, თუ ყველა უკიდურესი ვადა იქნა გამოყენებული, საარჩევნო ადმინისტრაციას უკიდურესი დღეებისთვის რომ შეაჯამოს არჩევნების შედეგები, გახლავთ 21 ნოემბერი” – თქვა შარაბიძემ.