გიგი უგულავა – მოგვიწევს უთანასწორო ბრძოლა, მაგრამ გავიმარჯვებთ – არაღიარებული პარლამენტის დანიშნული მთავრობა არალეგიტიმურია, თუ ჩრდილოეთ კორეასავით იქნებიან, შეეძლებათ, იარონ და თავის თავს ელაპარაკონ, მათ არავინ დაელაპარაკება

მოგვიწევს უთანასწორო ბრძოლა, მაგრამ ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ – შეუძლებელია ამხელა წინააღმდეგობა მთლიანად “გადატეხონ”, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე “ინტერპრესნიუსთან” განაცხადა.
მისი თქმით, ბრძოლა იქნება უკომპრომისო, რადგან ხელისუფლებაც არ აპირებს უკან დახევას.
როგორც უგულავა აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა, პრაქტიკულად, ცივილიზაციურ კრიზისში შეიყვანა.
“პირველი და მთავარი ამოცანა არის “ქართული ოცნების” სრული საერთაშორისო იზოლაცია, იმიტომ, რომ არაღიარებული პარლამენტის მიერ დანიშნული მთავრობა არის არალეგიტიმური და შესაბამისად, შერჩეული პრეზიდენტიც იქნება არალეგიტიმური. თუ იქნებიან ჩრდილოეთ კორეასავით, შეეძლებათ იარონ, თავის თავს ელაპარაკონ და მათ არავინ დაელაპარაკება. ამას შემდეგ მოჰყვება, ბუნებრივია, საერთაშორისო სანქციები. ეს ყველაფერი შესაძლებელი იქნება მტკიცე წინააღმდეგობის პირობებში. კრიზისი გარდაუვალია და ამ კრიზისზე პასუხისმგებელი არის . ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური კრიზისი. ივანიშვილმა, პრაქტიკულად, ცივილიზაციურ კრიზისში შეიყვანა ქვეყანა. ეს იქნება ცივილიზაციური არჩევანი, ეს იქნება კეთილდღეობის არჩევანი, იქნება იქნება ევროპული არჩევანი და რომლისთვისაც ბრძოლა მოგვიწევს. მოგვიწევს უთანასწორო ბრძოლა, მაგრამ ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ. ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ,” – განაცხადა უგულავამ.
ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე აქცია ლოზუნგით „ჩვენ ვართ ევროპა“ იმართება.
დემონსტრაციაში მონაწილეობას იღებენ როგორც ოპოზიციური პარტიების, ისე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. პროტესტის მონაწილეები საპარლამენტო ს შედეგებს და შესაბამისად, პარლამენტის ლეგიტიმაციას არ აღიარებენ და ითხოვენ, რომ ხელახალი არჩევნები დაინიშნოს.