კიშინოვი: ორი რუსული უპილოტო საფრენი აპარატი მოლდოვაში ჩამოვარდა

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს ინფორმაციას, რომ 10 ნოემბერს, ორი რუსული უპილოტო საფრენი აპარატი მოლდოვის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვრიდან 40-45 კილომეტრის მოშორებით ჩამოვარდა.
არსებული ინფორმაციით, საუბარია ე.წ. „სატყუარა“ დრონებზე, რომლითაც ცდილობს უკრაინული საჰაერო თავდაცვის იარაღის შეცდომაში შეყვანას.
კიშინოვში ამბობენ, რომ რუსეთის ეს ქმედება მოლდოვის საჰაერო სივრცის დარღვევაა. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ „გმობენ რუსეთის აგრესიულ შემოსევებს და რუსეთის სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ“.
კიშინოვის განცხადებას გამოეხმაურნენ კრემლში. რუსეთის მთავრობა ამბობს, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა და კიშინოვს არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
2022 წლიდან დღემდე, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ში ომი დაიწყო, მოლდოვის საჰაერო სივრცე 15 ჯერ დაირღვა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ჯი-თი გრუპის“ გენერალური დირექტორი – ვაგონების პირველი 4 შემადგენლობა მომავალი წლის ნოემბრიდან დაიწყებს შემოსვლას და 2027 წლის თებერვალში დასრულდება, დანარჩენ ვაგონებს კი 5 წლის განმავლობაში შემოვიყვანთ

ვეფხია კასრაძე – 4 წევრი ვართ „ლელოდან“ დაკავებული და ჩვენ ვართ ქვეყნის მოღალატეები? – არავის ვესხმით თავს და თუ განსხვავებული აზრი და სტრატეგია ღალატია, ამიხსნან და ნამდვილი ღალატი რა არის, ვეტყვი