საქართველოში 1 039 აზარტული ბიზნესია რეგისტრირებული – აქედან 100 ბიზნეს სუბიექტის წარმომავლობა, საერთოდ უცნობია

2024 წლის ბოლო მონაცემებით საქართველოში 1 039 სათამაშო ბიზნესი რეგისტრირებული. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ, bpn.ge-სთვის მიწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა. ამათგან 88% ადგილობრივი კერძო საკუთრებაა.
უფრო კონკრეტულად, სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის 1-ლი ოქტომბრის მდგომარეობით, ქვეყანაში რეგისტრირებული 1 039 სათამაშო ბიზნესიდან, 916 ადგილობრივი საკუთრებაა, 92 – კერძო უცხოური საკუთრება, 1 – სახელმწიფოს საკუთრება, 1 – შერეული, სახელმწიფოს უპირატესობით, 13 – შერეული, ადგილობრივის უპირატესობით, 14 – შერეული უცხოეთის უპირატესობით.
რაც შეეხება ქვეყნებს, რომელთა წარმომადგენლებსაც საქართველოში ყველაზე მეტი აზარტული ბიზნესი აქვთ, ხუთეული ასეთია:
· თურქეთი – 26 ბიზნეს სუბიექტი
· – 23 ბიზნეს სუბიექტი
· – 8 ბიზნეს სუბიექტი
· კვიპროსი – 6 ბიზნეს სუბიექტი
· სომხეთი – 6 ბიზნეს სუბიექტი
თუმცა, აღნიშნული საქმიანობით დაკავებული 100 ბიზნეს სუბიექტის წარმომავლობა, საერთოდ უცნობია.
ცნობისთვის, 2022 წელს საქართველოში 1 037 აზარტული ბიზნეს იყო რეგისტრირებული, 2023 წელს – 1 043.
bpn.ge