გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი არ გამორიცხავს, მთავრობის ნდობის საკითხი ბუნდესტაგში შობამდეც კი დააყენოს, თუმცა თავდაპირველად ამ პროცედურის განხორციელებას 2025 წლის იანვრის შუა რიცხვებში გეგმავდა, – „დოიჩე ველეს“ ცნობით, ამის შესახებ შოლცმა გერმანულ მედიასთან საუბარში განაცხადა.
შოლცის თქმით, ეს არ „ებღაუჭება თანამდებობას, მაგრამ შესაძლო ვადამდელი არჩევნებისთვის მზადებისას ყველა ფორმალობა დაცული უნდა იყოს.
ცნობისთვის, გერმანიის მმართველი კოალიცია დაიშალა მას შემდეგ, რაც კანცლერმა ოლაფ შოლცმა ფინანსთა მინისტრი კრისტიან ლინდნერი ეკონომიკურ რეფორმებთან დაკავშირებული უთანხმოების გამო თანამდებობიდან გაათავისუფლა.