წითლიძე: პროკურატურიდან დამირეკეს, დაკითხვაზე გიბარებთო – მისვლას არ ვაპირებ

ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის წევრი ანა წითლიძე ს შესაძლო გაყალბების საქმეზე პროკურატურაში დაიბარეს.
როგორც წითლიძე აღნიშნავს, ის გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს.
“სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო პროკურატურიდან დამირეკეს, დაკითხვაზე გიბარებთო. პროკურატურა რომელიც პირდაპირ ჩართული იყო ს გაყალბების სქემაში და მათ შორის პირადობის მოწმობების ჩამორთმევაში – ნდობა არა აქვს არც ჩემგან არც საქართველოს მოქალაქეებისგან. შესაბამისად მისვლას არ ვაპირებ”- წერს წითლიძე.