12-წლიანი სასჯელი, უკრაინის დასახმარებლად გაღებული $51-ის გამო

უკრაინისთვის 2022 წელს შეწირული $51-ის დახმარების გამო, რუს-ამერიკელ ქსენია კარელინას, 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. საქმე რუსეთში, ეკატერინბურგის სააპელაციო სასამართლომ განიხილა და კარელინა სახელმწიფოს ღალატში დამნაშავედ ცნო.
33 წლის კარელინა, 2015 წლიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა, 2021 წელს კი ამერიკის მოქალაქეობა მიიღო. რუსეთში ცასული, მიმდინარე წლის იანვარში, წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.
დაკავების შემდეგ კი მას ღალატის მუხლი წაუყენეს, რაც რუსული საგამოძიებო ორგანოების მტკიცებით, უკრაინისთვის 2022 წელს შეწირული $51 დახმარებაში გამოიხატება.
დაკავებულის ადვოკატი, მიხაილ მუშაილოვი ამბობს, რომ კარელინა აღიარებს, რომ 2022 წელს ს $51 შეწირა, რუსული საგამოძიებო ორგანოები ამას მობილური ტელეფონიდან ამოღებული მონაცებეით ადასტურებენ.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში ამბობენ, რომ არ ასრულებს საკონსულო კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებს და მიანიშნებენ, რომ რუსეთში „მზარდია შიდა რეპრესიები“.
მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთმა ომი დაიწყო და რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ეკონომიკური და ფინანსური სანქციები ამოქმედდა, რუსეთში ამერიკის არაერთი მოქალაქე და ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი დააკავეს, მათ შორის, „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი. თუმცა, პატიმრობაში მყოფი პირების ნაწილი, 2024 წლის შემოდგომაზე გაათავისუფლეს, როცა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის, ისტორიაში პატიმრების ყველაზე დიდი გაცვლა შედგა.