ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს ოპოზიციური პარტიების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღონ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მმართველი პარტიის ლიდერი, ირაკლი არ გამორიცხავს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშე მიიღონ ოპოზიციური პარტიების გაუქმების გადაწყვეტილება. პრემიერმა ოპოზიციური პარტიები, რომლებიც არ აღიარებენ ს შედეგებს, კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ წასვლაში დაადანაშაულა.
„აქ საუბარია საკონსტიტუციო სარჩელის შეტანაზე, რასაც სჭირდება დეპუტატების მცირე რაოდენობა. ეს არის აბსოლუტურად საკმარისი. თუ გააგრძელებენ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ სიარულს, ამ შემთხვევაში შეიძლება განვიხილოთ ჩვენ ეს საკითხი. მეორე მხრივ, იმდენად დასუსტებულია დღეს ოპოზიცია, რომ შეიძლება ასეთი ზომების მიღება აღარც გახდეს აუცილებელი, თუმცა ცუდი არ იქნებოდა ქვეყნის გრძელვადიანი სტაბილური განვითარებისთვის“, – თქვა მ.
„კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აკრძალვა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ხელისუფლებაში პარტია ამომრჩევლისგან საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის საჭირო მხარდაჭერას ითხოვდა, რათა „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, რომელშიც „ნაციონალურ მოძრაობას“, „ძლიერ საქართველოს“, „კოალიციას ცვლილებისთვის“ და „გახარია საქართველოსთვის“ გულისხმობდნენ, არაკონსტიტუციურად გამოეცხადებინა. მხოლოდ ამ ოთხმა გაერთიანებამ გადალახა, ს მონაცემებით, 2024 წლის არჩევნებში 5%-იანი ბარიერი ოპოზციიდან.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართულმა ოცნება“ 89 მანდატს მიიღებს, საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის კი 113 მანდატია საჭირო.