საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ქუთაისი-სოხუმის მ/გ-ზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს

შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ქუთაისი-სოხუმის მ/გ-ზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, 14 ნოემბერს 09:00-დან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებს შეუწყდებათ.
„გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალური გაზსადენის 97.0 და 103.0 კილომეტრებზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 14 ნოემბერს 09:00-დან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ანაკლიის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზი არ მიეწოდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: კახათი, დავითიანი, ოქტომბერი, კოკი, ორსანტია, ხურჩა, დარჩელი, დიდინეძი, ორულო, ანაკლია, განმუხური, ახალკახათი.
ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ტიგინაშვილი: კათოლიკოს-პატრიარქმა შიომ იქადაგა და სოხუმის დაცემის დღეც გაიხსენა… არცერთი სიტყვით არ უხსენებია არსად რუსეთი, თითქოს ის ეთნოწმენდა და გენოციდი კრემლის მხრიდან არ ყოფილიყოს ორგანიზებული, თითქოს რუსეთს არ ეღიარებინოს ეს მიწები “სუვერენულ სახელმწიფოებად”