მიხაილ როთი – ევროპის მომავალი საქართველოშიც გადაწყდება: რუსული იმპერიალიზმი კიდევ ერთ ახალგაზრდა დემოკრატიას გაანადგურებს თუ თავისუფლება და სუვერენიტეტი გაიმარჯვებს

გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი აცხადებს, რომ ევროპის მომავალი საქართველოშიც წყდება და რომ ევროკავშირმა არ უნდა აარიდოს თვალი, როდესაც კანდიდატ სახელმწიფოში დემოკრატიას შეურაცხყოფენ.
„ხშირად მეკითხებიან, რატომ ვმოგზაურობთ ისევ საქართველოში. იმიტომ, რომ ევროპის მომავალი აქაც გადაწყდება: რუსული იმპერიალიზმი კიდევ ერთ ახალგაზრდა დემოკრატიას გაანადგურებს თუ თავისუფლება და სუვერენიტეტი გაიმარჯვებს. ევროკავშირმა არ უნდა აარიდოს თვალი, როდესაც კანდიდატ სახელმწიფოში დემოკრატიას შეურაცხყოფენ“, – წერს როთი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
შეგახსენებთ, საქართველოში ევროკავშირის რვა ქვეყნის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების დელეგაცია იმყოფება, მათ შორის გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩემი პატიმრობა თავიდან ბოლომდე, პირველივე დღიდან იყო პოლიტიკური – უკვე სააკაშვილის გზით დადიხართ და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის მეთოდებს აბრუნებთ, ბოროტებას სჩადიხართ, ფრთხილად იყავით!

ლევან მახაშვილი – ჩვენი სურვილია, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება იანვრისთვის მიიღოს – რადგან სარჩელი რადიკალურად არ იცვლება, იმედი გვაქვს, სასამართლოს დამატებით დრო არ დასჭირდება