სახალხო დამცველი შვეიცარიის ელჩს შეხვდა

11 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი შვეიცარიის ელჩს საქართველოში ჰეიდი გრაუს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა წინაშე მდგარი გამოწვევები და სახალხო დამცველის აპარატის მანდატი განიხილეს.
„ისაუბრეს ს მიმდინარეობისას გამოკვეთილ დარღვევებზე და სახალხო დამცველის მიერ, უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებულ რეაგირებაზე.
მხარეები შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავებასა და ერთობლივ პროექტებზე მუშაობის გაგრძელების პერსპექტივებზე შეთანხმდნენ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უცნობია, რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმა ნამდვილად მოხდა თუ არა – შეუფერებლად მიმაჩნია, როცა სამშვიდობო შეთანხმებასთან ასე ახლოს ხარ, მსგავსი წინდაუხედავი რაღაც გააკეთო

შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნების, მათ შორის თურქეთის, ეგვიპტის, აზერბაიჯანისა და იორდანიის 31 მოქალაქე დააკავა – დაკავებულთაგან 13 პირი მკვლელობის, არასრულწლოვანის გაუპატიურებისა და სხვა დანაშაულებისთვის იძებნებოდა