პესკოვი უარყოფს, რომ პუტინს და ტრამპს შორის საუბარი შედგა

კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა „სუფთა გამონაგონი“ უწოდა პრესით გავრცელებულ ცნობას ს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის და -ის პრეზიდენტად არჩეული ს სატელეფონო საუბრის შესახებ.
როგორც რუსეთის სახელმწიფო სააგენტოები წერენ, დღეს, 11 ნოემბერს, მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე ამ თემაზე დასმული შეკითხვების პასუხად პესკოვმა განაცხადა, რომ „საუბარი არ ყოფილა“.
კრემლის პრესმდივნის თანახმად, „სინამდვილესთან შეუსაბამო“ ეს ცნობა, „თვალსაჩინო მაგალითია ხარისხის იმ ინფორმაციისა, რომელიც ამჟამად ქვეყნდება ზოგჯერ, საკმაოდ პატივსაცემ გამოცემებშიც“.
ამერიკულმა გამოცემა Washington Post-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით 10 ნოემბერს დაწერა, რომ ტრამპი პუტინს ტელეფონით 7 ნოემბერს ესაუბრა, მოუწოდა თავი შეიკავოს ში შემდგომი ესკალაციისგან და შეახსენა, რომ აშშ-ს ევროპაში მნიშვნელოვანი სამხედრო კონტინგენტი ჰყავს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპი 6 ნოემბერს ტელეფონით ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტ ს. მეორე დღეს ტელეკომპანია NBC-სთან ინტერვიუში ტრამპმა პუტინთან საუბარი არ გამორიცხა.
რუსეთის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტად არჩევა საჯაროდ მიულოცა სოჭიდან, სადაც 7 ნოემბერს სიტყვით გამოვიდა საერთაშორისო სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ დასკვნით სხდომაზე. პუტინის თანახმად, „ყურადღებას იმსახურებს“ ტრამპის საჯარო განცხადებები, „ხელი შეუწყოს უკრაინის კრიზისის დასრულებას“.
საპრეზიდენტო არჩევნებამდე დონალდ ტრამპს არაერთხელ უთქვამს, რომ უკრაინაში ომის სწრაფად დასრულება შეუძლია, თუმცა კონკრეტული გეგმა არ წარუდგენია.
ამერიკის შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტმა, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა დემოკრატი ვიცე-პრეზიდენტი .
დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 2025 წლის 20 იანვარს გაიმართება.
ფორუმი