ცნობილი მამა, განქორწინება და კარიერა – ლიკუნა ხაჭაპურიძე – Marao

წარმატებულ ქართველ მოდელს, ლიკუნა ხაჭაპურიძეს, სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. ის „ინსტაგრამზე“ განსაკუთრებით აქტიურია და გამომწერებს ხშირად უზიარებს პირად ფოტოებს, სასარგებლო რჩევებს და სთავაზობს არაერთ გათამაშებასაც.
ლიკუნამ შეძლო, რომ გატაცება, რასაც ვიდეოების გადაღება, საკუთარი ყოველდღიურობისა თუ სტილის სხვებისთვის გაზიარება ჰქვია, პროფესიად ექცია და დღეს მასთან არაერთი დიდი თუ მცირე კომპანია და ბრენდი თანამშრომლობს. ის ახლა პარიზის მოდის სკოლაში სწავლობს და პარიზშივე ცხოვრობს, იქ გადაღებულ კადრებს კი სხვადასხვა პლატფორმაზე გამომწერებს ხშირად უზიარებს.
გასაკვირი არ არის, რომ თავად მოდელი განსაკუთრებული სტილითა და ესთეტიკით გამოირჩევა. მისი “ლუქები” ბევრი გოგოსთვის შეიძლება იქცეს შთაგონების წყაროდ. ლიკუნა არ ერიდება ექსპერიმენტებს და ეს ექსპერიმენტებიც ყოველთვის ამართლებს – მშვენიერი მოდელი ყოველთვის შეუდარებლად გამოიყურება.
ლიკუნას გარეგნობით წლებსი წინ ცნობილი სერიალის მსახიობიც აღფრთოვანდა. მაშინ, როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში სტუმ­რად სე­რი­ალ “გაქ­ცე­ვის” გმი­რი დო­მი­ნიკ პარ­სე­ლი ჩა­მო­ვი­და, ყველას ეგონა, რომ მას აქ გადაღებები ჰქონდა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი გა­ირ­კვა, რომ ის ექ­სკლუ­ზი­უ­რად ლი­კუ­ნას სტუმ­რობ­და.
“დო­მე­ნი­კი ხუთი წლის წინ „ინ­სტაგ­რა­მით“ გა­ვი­ცა­ნი. ზუს­ტად მა­შინ ვუ­ყუ­რებ­დით „გაქ­ცე­ვას“ და მისი ფანი ვი­ყა­ვი. მივ­წე­რე: „ჰაი“, მი­პა­უ­ხა. ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, გავ­გიჟ­დი… ვლა­პა­რა­კობ­დით და მერე მი­თხრა: ალბათ ყალბი ინ­სტაგ­რა­მი გაქვს, ასეთ გო­გოს ბევ­რი გა­მომ­წე­რი უნდა გყავ­დეს, არ მჯე­რა, რომ ნამ­დვი­ლი ხარო და სკა­იპ­ში და­მი­რე­კა. მერე დავ­მე­გობ­რდით, ხში­რად ვკონ­ტაქ­ტობ­დით. ამა­სო­ბა­ში ხუთი წელი გა­ვი­და. გა­და­წყვი­ტა, ჩა­მო­სუ­ლი­ყო და პი­რა­დად ვე­ნა­ხე”, – იხსენებდა ლიკუნა.
ლიკუნა ცნო­ბი­ლი ად­ვო­კა­ტის, ამ­ჟა­მად ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის შალ­ვა ხა­ჭა­პუ­რი­ძის შვი­ლია.
შალ­ვა ხა­ჭა­პუ­რი­ძე 1966 წელს ქუ­თა­ის­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის – მღვდელ ისა­ია ხა­ჭა­პუ­რი­ძის ოჯახ­ში. მე­უღ­ლე, დი­ა­ნა ხო­ფე­რია, შალ­ვა­ზე 14 წლით უმ­ცრო­სია. პირ­ვე­ლი შვი­ლი, ლი­კუ­ნა ხა­ჭა­პუ­რი­ძე 1996 წელს შე­ე­ძი­ნათ. წყვილს ლი­კუ­ნას გარ­და კი­დევ ორი შვი­ლი ჰყავს – გუ­რა­მი და მა­რი­ა­მი.
“დი­ა­ნა ხო­ფე­რია “KH & PARTNERS“-ს ასო­ცი­რე­ბუ­ლი პარტნი­ო­რია. დი­ა­ნას აქვს იუ­რის­ტად მუ­შა­ო­ბის 20 წელ­ზე მეტი ხნის გა­მოც­დი­ლე­ბა, იგი სპე­ცი­ა­ლი­ზირ­დე­ბა კორ­პო­რა­ტი­უ­ლი და სა­ხელ­შეკ­რუ­ლე­ბო სა­მარ­თლის დარ­გში” – ვკი­თხუ­ლობთ შალ­ვა ხა­ჭა­პუ­რი­ძის იუ­რი­დი­უ­ლი კომ­პა­ნი­ის ვებგ­ვერ­დზე. რო­გორც ჩანს, ის მე­უღ­ლის კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ობს.
ლიკუნა ხაჭაპურიძემ 2020 წელს, პანდემიის პერიოდში იქორწინა. მისი მეუღლე სანდრო ჭანტურია გახლდათ.
„ყოველდღე, წინა დღეზე მეტად გვიყვარს ერთმანეთი. შენზე ძვირფასი არაფერი გამაჩნია… ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ!“ – წერდა მაშინ მოდელი.
წყვილის ქორწინებამ 3 წელს გასტანა, ისინი 2023 წელს ერთმანეთს დაშორდნენ: “მნიშვნელობა არ აქვს, ახლა რა ხდება, უბრალოდ, გააგრძელე! არასოდეს დანებდე! როდესაც ასრულებ ურთიერთობას, შენ უბრალოდ ადამიანს კი არ კარგავ, კარგავ გეგმებს, მოლოდინებს, შენს ნაწილს კარგავ, რადგან შენი ის ვერსია, რომელიც სხვა ადამიანთან ერთად არსებობდა, იმავენაირად ვეღარ იარსებებს. ამიტომაც ხარ ასეთი სევდიანი და გატეხილი, რადგან შენ დაკარგე მეწყვილე, მაგრამ ასევე დაკარგე შენი ნაწილიც. შენ მხოლოდ ის ადამიანი არ გენატრება, შენ საკუთარი თავიც გენატრება“, – წერდა მოდელი.
მიუხედავად განქორწინებისა, ლიკუნა სოციალურ ქსელებში კვლავ ყოფილი მეუღლის გვარით იძებნება.
განქორწინების რთული პერიოდის შემდეგ, მოდელმა მოახერხა, რომ აქტიური ცხოვრება გაეგრძელებინა და ახალი სიყვარულიც იპოვა, რომელთან ერთადაც ახლა საფრანგეთში ისვენებს და კადრებს მეგობრებსაც უზიარებს.