“მაშინ 10 წლის ვიყავი, ნათესავის ქორწილში ღვინო დავლიე” – კარა დელევინი ალკოჰოლსა და ნარკოტიკზე დამოკიდებულებაზე – Marao

კარა დელევინმა მოდის სფეროში საკუთარი ისტორია ჩაწერა. კარას სტილი და სიარული პოდიუმისთვის აუცილებელი შტრიხი გახდა, მასზე მოთხოვნა არ წყდებოდა და ჩვენებაზე ქასთინგის გავლის გარეშე თავად „ვიქტორია სექრეთი“ იწვევდა, თუმცა მაშინ დელევინმა ბრენდს საჯაროდ განუცხადა უარი.
კარა ჯოსელინ დელევინი 1992 წლის 12 აგვისტოს, ლონდონში დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ, 2009 წელს კონტრაქტი გააფორმა სამოდელი სააგენტო Storm Model Management-თან.
2012 და 2014 წლებში British Fashion Awards-ის ცერემონიალზე დასახელდა „წლის მოდელად“. ის მონაწილეობას იღებდა ისეთი სამოდელო სახლების ჩვენებებში, როგორიცაა Burberry, Chanel, Mulberry, Jason Wu და სხვა.
სამსახიობო კარიერას დაიწყო 2012 წლიდან. მისი პირველი ფილმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო იყო „ანა კარენინა“ (2012). პირველად მთავარი როლი მიიღო ფილმში „ქაღალდის ქალაქები“, (2015) სადაც მარგო როთ სპიგელმენის როლი ითამაშა.
კარა წლების განმავლობაში ებრძოდა ალკოჰოლზე დამოკიდებულებას. ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებდა კიდეც, რომ პირველად ალკოჰოლი ბავშვობაში გასინჯა:
“მაშინ 10 წლის ვიყავი, ნათესავის ქორწილში ღვინო დავლიე.”
ექიმებმა მოგვიანებით საძილე აბები დაუნიშნეს, რადგან უძილობა აწუხებდა. მას ასევე დაუსვეს დისპრაქსიის დიაგნოზი, დარღვევა, რომელიც გავლენას ახდენს მოძრაობასა და კოორდინაციაზე.
15 წლის ასაკში მან ავარიაში მოყვა და ანტიდეპრესანტების მიღება დაიწყო, რათა იზოლაციის ღრმა გრძნობას გამკლავებოდა. „მედიკამენტებს ვიღებდი და ამან უბრალოდ… სიცოცხლე გადამარჩინა.
ვფიქრობდი, რომ ნარკოტიკები და ალკოჰოლი მეხმარებოდა გამკლავებაში,” – განუცხადა მან გამოცემას.