ეს განცხადება მან ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე საუბრისას გააკეთა და აღნიშნა, რომ მმართველი პარტია იტყუება, როცა ამბობს, რომ შეუძლია ევროკავშირში გაწევრიანების გარანტი იყოს.
“ქართული მთავრობა ვერ აბარებს გამოცდას. ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკება გახლავთ მთავრობათაშორისი პროცესი, ერთი შეცდომაც საკმარისია, რომ შეწყდეს პროცესი. ქართული ოცნება როდესაც ამბობს, რომ მათ შეუძლიათ გაწევრიანების გარანტი იყვნენ, ისინი იტყუებიან”, – თქვა მან. [სინქრონული თარგმანი]
ჟურნალისტმა მას მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან დელეგაციასთან შეხვედრაზე უარის შეფასებაც სთხოვა, რაზეც ჟიგიმანტას პავილიონსმა თქვა, რომ ქართულ ოცნებას ამ საკითხზე საბჭოთა მიდგომა აქვს.
“მე შევამჩნიე ეს ტენდენცია 3-4 წლის წინ. ვინც კი აკრიტიკებდა ქართულ მთავრობას, აღარ ხვდებოდნენ. მე აქ ხშირად ჩამოვსულვარ ბოლო 3 წლის განმავლობაში, შეხვედრებს ვერ ახერხებდნენ. ერთი მცირე გამონაკლისია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. თუ გაკრიტიკებენ, როგორც წესი, აღარ გხვდებიან – ეს არის საბჭოთა მიდგომა”, – თქვა ჟიგიმანტას პავილიონისმა. [სინქრონული თარგმანი]
პრეზიდენტთან ვიზიტის შემდეგ ევროკავშირის დელეგაცია ოპოზიციურ გაერთიანებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდება. როგორც ცნობილია, მთვარი განსახილველი საკითხი გაყალბებული არჩევნები და მიტაცებული ხელისუფლება იქნება.
მმართველი პარტიის წარმომადგენლები, ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის დელეგაციასთან შეხვედრას არ აპირებენ. შეხვედრები არც მთავრობის ადმინისტრაციასთან და არც საპარლამენტო უმრავლესობასთან არ არის ჩანიშნული.
დელეგაციის წევრები:
- გერმანია – მიხაილ როთი;
- ფინეთი – იუკა კოპრა;
- შვედეთი – ერიკ ოტოსონი;
- საფრანგეთი – ფრედერიკ პეტი;
- ლიეტუვა – ჟიგიმანტას პავილიონისი;
- ლატვია – ინარა მურნიეცე;
- ესტონეთი – მარკო მიხელსონი;
- პოლონეთი – მიჰაუ კამინსკი.