უკრაინაზე მორიგი საჰაერო შეტევა იყო, მსხვერპლია ზაპოროჟიესა და ნიკოლაევში

სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე დღევანდელი ავიადარტყმის შედეგად. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაშავებულებს შორის სამი მოზარდია.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, 11 ნოემბერს, 01:30 საათისთვის ს საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს სამი ავიადარტყმა. აფეთქების ტალღამ ნაწილობრივ დაანგრია 2-სართულიანი სახლი, საერთო საცხოვრებელი და ავტოსალონი.
სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა უკრაინის ქალაქ ნიკოლაევზე რუსული დრონებით თავდასხმისას. უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა 11 ნოემბერს, შუაღამის შემდეგ დაიწყო. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რამდენიმე სახლს ხანძარი გაუჩნდა.

ასევე დაგაინტერესებთ

სანდრო ბარამიძე: ცხადია, ვიცი, რომ ცესკო მაინც გაატარებს ამ ხალხს რეგისტრაციაში პარლამენტის არჩეულ წევრებად. მაგრამ ეს კიდევ ერთი ძალადობის აქტი იქნება, როგორც კონსტიტუციასა და კანონზე, ისე ადამიანის თავისუფალ ნებაზე

გიორგი გახარია – „ქართული ოცნების“ განცხადებებმა და ქმედებებმა სამართლებრივი და მორალური ბაზისი და საფუძველი შეუქმნა იმ ნაბიჯებს, რომელსაც დღეს რუსეთის ფედერაცია აფხაზეთში ანექსიის თვალსაზრისით დგამს