ჯოზეფ ბორელი – რუსეთს მოუწევს, პასუხი აგოს მის მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებზე

მიუხედავად იმისა, თუ რა შეთანხმებით დასრულდება ომი ში, რუსეთს მოუწევს, პასუხი აგოს მის მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებზე და გადაიხადოს მიყენებული ნგრევისთვის, – Le Monde-ს ინფორმაციით, ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა უკრაინის ჩერნიგოვის ოლქში ვიზიტისას განაცხადა.
“თუ მშვიდობა უნდა იყოს მშვიდობა და არა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტა, ის უნდა იყოს სამართლიანი და ხანგრძლივი. ეს არის გაფრთხილება მათთვის, ვინც ამბობს, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს და რომ ამიტომ ჩვენ უნდა დავასრულოთ ის რაც შეიძლება მალე, არ აქვს მნიშვნელობა როგორ“, – აღნიშნა ბორელმა.
შეგახსენებთ, ჯოზეფ ბორელი უკრაინაში შაბათს ჩავიდა. გუშინ კი ის ჩერნიგოვის ოლქის სოფელ იაგოდნოეში იმყოფებოდა, რომელიც ომის დასაწყისში რუსული ჯარების ოკუპაციის ქვეშ მოექცა და რუსებს 200 კვადრატულ მეტრზე ნაკლებ სარდაფში 370-მდე ადამიანი ერთ თვეზე მეტხანს ჰყავდათ დაკავებული.