უკრაინის საგარეო სამინისტროს პრესსპიკერი – ინფორმაცია, რომ უკრაინა წინასწარ იყო ინფორმირებული დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის შესახებ, მცდარია

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ცნობები იმის შესახებ, რომ წინასწარ იყო ინფორმირებული -ის არჩეული პრეზიდენტის, სა და ს პრეზიდენტის, ს სატელეფონო საუბრის შესახებ, მცდარია, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინული მხარე წინასწარ იყო ინფორმირებული სატელეფონო ზარის შესახებ, მცდარია. შესაბამისად, ამ საუბარს ვერც მხარს დაუჭერდა და ვერც წინააღმდეგი იქნებოდა“, – განუცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, გეორგი ტიხიმ Reuters-ს.
ცნობისთვის, გამოცემა The Washington Post-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა ხუთშაბათს ტელეფონით ისაუბრეს და უკრაინის ომი საკითხი განიხილეს. გამოცემის ცნობით, კიევი ინფორმირებული იყო სატელეფონო ზარის შესახებ და არ გაუპროტესტებია ის.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა ბურჭულაძე – ტარიელ ონიანისთვის მიუღებელია და ბაჩო ახალაიაც უარყოფს მის პოლიტიკაში მონაწილეობას – არც მე ვაპირებ პოლიტიკოსობას, როგორც კი ხალხი გაისტუმრებს „ოცნებას“ მოუსავლეთში, მე ვუბრუნდები ხელოვნებას