ამერიკასთან ურთიერთობები აუცილებლად გადაიტვირთება – დავით ზალკალიანი

ჩვენ გვქონდა დონალდ ტრამპთან ურთიერთობის გამოცდილება მისი პირველი პრეზიდენტობის დროს, ეს იყო საკმაოდ დინამიკური, ინტენსიური და მჭიდრო ურთიერთობა -სთან. სწორედ იმ პერიოდში იყო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ნიშნულზე, – განაცხადა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით ზალკალიანმა გადაცემაში „ნოესთან“.
„ჩვენ ამ ურთიერთობების ბაზისს, რომელიც მისი პირველი პრეზიდენტობის დროს ჩამოგვიყალიბდა, აუცილებლად გამოვიყენებთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ უკვე გვაქვს ეს გამოცდილება, კონტაქტები, აუცილებელი იქნება უკვე მის ახალ ადმინისტრაციასთან და წამყვან პოზიციებზე ახალ პირებთან სწრაფად კომუნიკაციაში შესვლა”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
გადაცემის წამყვანის კითხვაზე, უნდა ველოდოთ თუ არა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვას, ელჩმა განაცხადა:
„აუცილებლად, რა თქმა უნდა. მე მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურად ვარ განწყობილი. აუცილებლად გადაიტვირთება ურთიერთობები. დარწმუნებული ვარ, რომ უფრო მეტ დინამიზმს შეიძენს საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე: ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება

დიმიტრი ხუნდაძე: დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის

დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს

დიმიტრი ხუნდაძე: დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა — ესაა სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს