ბიძინა ივანიშვილის ქონება რეკორდულ ნიშნულზეა – მიხეილ ლომთაძე Bloomberg-ის მილიარდერების რეიტინგს ისევ გამოეთიშა

Bloomberg-ის 500 მილიარდერის სიაში მყოფი ქართველი ბიზნესმენის, ს ქონება რეკორდულ ნიშნულზეა.
Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგში ივანიშვილი 401-ე ადგილს იკავებს. ამჟამად მისი ქონება 7.63 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს, რაც ამავე ინფორმაციის თანახმად, რეკორდული მაჩვენებელია.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ს გამარჯვების შემდეგ ბიზნესმენების უდიდესი ნაწილის ქონება მზარდი ტენდენციით ხასიათდება.
მაგალითისთვის, თუ 5 ნოემბერს, ს დღეს, ბიძინა ივანიშვილის ქონება 7.4 მილიარდ დოლარს შეადგენდა, არჩევნებიდან 5 დღეში კი მისი ქონება 230 მილიონი დოლარით გაიზარდა და 7.63 მილიარდს მიაღწია.
აღსანიშნავია ისიც, რომ ტრამპის გამარჯვების შემდეგ მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანის ქონება 63.5 მილიარდი დოლარით გაიზარდა. The Guardian-ი წერს, რომ ინვესტორები დაბალ საგადასახადო ტარიფებსა და რეგულირების შემსუბუქებას მოელიან, რამაც გამოიწვია -ის აქციებისა და შესაბამისად, უმდიდრესი ადამიანების ქონების გაზრდაც.
ყაზახური ფინტექ პლატფორმის „კასპის“ დამფუძნებელი მიხეილ ლომთაძე Bloomberg-ის მსოფლიოს 500 მილიარდერების რეიტინგს ისევ გამოეთიშა.
ცნობისთვის, 49 წლის ბიზნესმენი Bloomberg-ის მილიარდერების სიას 2024 წლის 21 სექტემბერსაც გამოეთიშა. აღნიშნული დაკავშირებული იყო მისი კომპანიის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან, რასაც ბაზარზე აქციების ფასის მკვეთრი ვარდნა მოჰყვა.
საუბარია Culper Research-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე, სადაც ნათქვამი იყო, რომ ფინტექს „ამერიკელი ინვესტორები და მარეგულირებლები სისტემურად შეჰყავდა შეცდომაში“.
ინფორმაციას მალევე გამოეხმაურა მიხეილ ლომთაძე და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ Culper Research-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის „არაზუსტი“ და მიზნად ისახავს „ინვესტორების დაბნევას“.
Culper Research-ის კვლევის გავრცელების შემდეგ, 19 სექტემბერს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ლომთაძის კომპანიის აქციების ფასი თითქმის 20%-ით დაეცა. Forbes-ის მონაცემების მიხედვით კი 22 სექტემბერს მისი ქონება 5.2 მილიარდ დოლარს შეადგენს, რითაც Forbes-ის მილიარდერების რეიტინგში 581-ე ადგილზე იყო, Bloomberg-ის რეიტინგში კი ვეღარ ხვდებოდა.
აღნიშნულის შემდეგ ლომთაძე 7 ნოემბერს კვლავ დაბრუნდა რეიტინგში, თუმცა 10 ნოემბრის მდგომარეობით, ქართველი ბიზნესმენი Bloomberg-ის მსოფლიოს 500 მილიარდერების რეიტინგში აღარ იძებნება.
რაც შეეხება Forbes-ის მილიარდერების სიას, ამ შემთხვევაში მიხეილ ლომთაძე 574-ე ადგილს იკავებს. ამჟამად მისი ქონება Forbes-ს 5.8 მილიარდ ამერიკულ დოლარად აქვს შეფასებული.
ცნობისთვის, მიხეილ ლომთაძე Bloomberg-ის რეიტინგში პირველად 2021 წლის ოქტომბერში მოხვდა, მაშინ, როდესაც მისმა ქონებამ 5 მლრდ დოლარს გადააჭარბა. რამდენიმე თვეში, ლომთაძე Bloomberg-ის სიაში აღარ იძებნებოდა, თუმცა 2023 წლის აგვისტოში ისევ დაბრუნდა. შემდეგ თვეში ლომთაძის ქონება შემცირდა და შესაბამისად, რეიტინგს რამდენიმე თვის განმავლობაში „გაეთიშა“.
წყარო: BPN.GE