იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატმა წყალტუბოში ჩართულობის მორიგი სივრცე გახსნა

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით, წყალტუბოში ჩართულობის სივრცე გაიხსნა. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში აფხაზეთიდან დროებით დევნილ 50 ბენეფიციარს, არაფორმალური განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით, 2 თვის მანძილზე შემეცნებითი და საგანმანათლებლო სახის ტრენინგები ჩაუტარდებათ.
„გახსნის ღონისძიებას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი გიორგი ძიგუა, მინისტრის მოადგილე მარინე გითოლენდია, ადგილობრივი ხელისუფლების და მინისტრის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტში “ახალგაზრდული სივრცე ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მხარდასაჭერად“ დროებით დევნილი ახალგაზრდები მონაწილეობენ და მისი მიზანია აფხაზეთიდან დევნილი მოზარდების სოციალური ინტეგრაციის გაზრდა და განვითარების ხელშეწყობა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?