„ქართული ოცნება“ არის ის გუნდი, რომელიც ზრუნავს ადამიანზე და ვიცით, თუ რა დამოკიდებულება აქვს თითოეულის მიმართ – ვარლამ ლიპარტელიანი

„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატის ვარლამ ლიპარტელიანის განცხადებით, მოსახლეობამ „ქართული ოცნების“ სლოგანი – მხოლოდ მშვიდობით, კეთილდღეობით, ღირსებით ევროპისკენ, ძალიან სწორად გაიგო.
როგორც მან გადაცემა „ქრონიკაში“ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ გამარჯვება განაპირობა ყველაფერმა იმან, რაზეც წინასაარჩევნოდ მოსახლეობასთან საუბრობდნენ.
„რა თქმა უნდა, ქართველი ადამიანისთვის, ქართული ოჯახისთვის უმთავრესია ის ღირებულებები, ის ფასეულობები, რაზეც „ქართული ოცნება“ საუბრობს. მით უმეტეს, ჩვენ ვართ ტრადიციული ქვეყანა და რა თქმა უნდა, ჩვენი წინაპრები, ის ადამიანები, ვინც დღემდე მოიყვანა ეს ქვეყანა, ყოველთვის მოწოდებულები იყვნენ მშვიდობისკენ, ყოველთვის მოწოდებულები იყვნენ ტრადიციებისკენ და რელიგიისკენ. ზუსტად ამან განაპირობა ის, რომ დღეს ჩვენ აქამდე მოვედით და ვარსებობთ ერი, როგორც ქართველები.
აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ კამპანიაც, პოლიტიკაც ზუსტად ემსახურებოდა იმას, რაზეც დგას საქართველო, ჩვენი ქვეყანა. ვფიქრობ, ზუსტად ეს განაპირობებდა, ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მესიჯი ქართველი ხალხისთვის და ზუსტად ამან განაპირობა ის, რომ უპრეცედენტო მხარდაჭერა ჰქონდა „ქართულ ოცნებას“. ვფიქრობ, ძალიან სწორი არჩევანი გააკეთა ქართველმა ხალხმა, ვინაიდან კარგად გვახსოვს წინა პერიოდი, განვლილი პერიოდი, თუ რა პირობებში უწევდა ქართველ ხალხს ყოფნა. ამის გახსენებაც კი არ გვინდა თითოეულ ჩვენგანს, ვისაც გვახსოვს. არის ახალგაზრდა თაობა, ვისაც არ ახსოვს ის პერიოდი, თუ რა ტანჯვაში, წამებაში, ტერორში ცხოვრობდა ქართველი ადამიანი და ვფიქრობ, ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარია „ქართული ოცნების“ ის, რომ დღეს ქვეყანაში არის მშვიდობა. „ქართული ოცნება“ არის ის გუნდი, რომელიც ზრუნავს ადამიანზე და ვიცით, თუ რა დამოკიდებულება აქვს თითოეული ადამიანის მიმართ.
ჩვენ კარგად ვხედავთ თუ რამხელა თავისუფლებაა ქვეყანაში. სიტყვის თავისუფლება ავიღოთ თუნდაც, გადაადგილების თავისუფლება ავიღოთ, შეკრების, მანიფესტაციის თავისუფლება ავიღოთ. უამრავი მიმართულებით, ვიტყვი, „ქართული ოცნება“ არის ის გუნდი, რომელიც ყველაზე ლმობიერი, ყველაზე ქართული, ყველაზე ტრადიციული, ყველაზე მეტად მონდომებულია იმისთვის, რომ საქართველო წაწიოს წინ და გაიყვანოს სამშვიდობო გზაზე“, – აღნიშნა ვარლამ ლიპარტელიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე: ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება

დიმიტრი ხუნდაძე: დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის

დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს

დიმიტრი ხუნდაძე: დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა — ესაა სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს