კაპიტნების შეფები და შავი ფული – მედია

ვინ არიან ქართული ოცნების კაპიტნების კაპიტნები და როგორ უხდიდნენ ფულს ე.წ. ქოლ-ცენტრებში დასაქმებულებს? – ტვ პირველის ინფორმაციით, გადამწყვეტ არჩევნებზე, ე.წ. კაპიტნებსაც მკაცრად აკონტროლებდნენ.
მაგალითად”ქართლმა ოცნებამ” ქვემო ქართლში პარტიული “კაპიტნების” მართვა საჯარო მოხელეს, დაურ ისმაილოვს ჩააბარა. (ფაქტი ისმოილოვისა და “კაპიტნების” შიდა მიმოწერით, ხმოვანი გზავნილიებით, ფოტო და ვიდეო – მასალით დასტურდება).
ასევე, ე.წ. კაპიტნების კაპიტანი, საჯარო მოხელე, ნინო ხარაიშვილი იყო. თავის მხრივ ის მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარეს, ამირან გიორგაძეს ექვემდებარებოდა.
· ასიდ სამაროვი სოფელ ბაიდურუს სკოლის თანამშრომელი, ერთ-ერთი ე.წ. პასუხისმგებელი პირი იყო. მას ევალებოდა ხალხის ქუჩა-ქუჩა შეგროვება და საარჩევნო უბანზე 41-ის გასაფერადებლად მიყვანა. (სამაროვი ადასტურებს, რომ ქართლი ოცნებისგან ბენზინის ტალონები მიიღო).
· კაპიტნებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას მათი მეთაური ახორციელებდა, რომელიც ჩანაწერებში თავადვე აღირებს, რომ დავალებას “ზევიდან” იღებენ.
· მედიის ცნობით, მარნეული შტაბის მეთაურები, მათ სიებს ითხოვენ, ვინც გეგმა ვერ შეასრულა. იმ ხალხს, ვინც “ოცნებას” სასურველი რაოდენობის ხმები ვერ მიუტანა, ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ.
· საჯარო მოხელე, ნინო ხარაიშვილი, (მარნეულის მერიის სოციალური სამსახურის უფროსი) რომელიც ამ საქმის სათავეში იყო, ე.წ. გადამგდები აგიტატორის სიებს საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ითხოვდა.
როგორ უხდიდნენ ფულს ე.წ. ქოლ-ცენტრებში დასაქმებულებს?
· ტვ პირველის ცნობით, ქოლ-ცენტრში დასაქმებულებს ფულს ხელზე, საბანკო ანგარიშსწორების გარეშე უხდიდნენ.
· ე.წ. შავი ფული, რომელსაც “ქართული ოცნება” ქოლ-ცნეტრებში დასაქმებულებს, მათ შორის არასრულწლოვანებს უხდიდა, ჩანაწერების მიხედვით, ამირან გიორგაძეს, საკრებულოს თავმჯდომარეს ებარა.
· ერთ ერთი არასრულწლოვანი “ტვ პირველის” გამომძიებელი ჟურნალისტების წყაროს ცნობით, საკრებულოს დეპუტატის სკოლის მოსწავლე შვილი იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ჟურნალისტებისა და ოპერატორების, მათ შორის, ლექსო ლაშქარავას მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში მსჯავრდებულებმა დავით კუტალაძემ და თორნიკე დავლაშერიძემ საპატიმრო ვადაზე ადრე დატოვეს

მაკა ბოჭორიშვილი – მრავალ სხვა საერთაშორისო მედიისთვის “კარგად მისაყიდ” სცენას დღეს შეემატა კირთაძის პერფორმანსი – პერფორმანსი, თუ სისხლის სამართლის დანაშაული, ამას შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტი იტყვის, თუმცა საქართველოსთვის შავი ლაქის სტატუსი კი ნამდვილად გაიფორმეს, ოპოზიციის სახელით მოქმედმა ჯგუფებმა